დავით ხიდაშელის კომპანიას კურორტი ახტალა ჩამოერთვა

ხიდაშელი

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია "გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას" კურორტი ახტალა ჩამოერთვა. აუქციონის პირობების მიხედვით, ხიდაშელს ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა, ხიდაშელმა აღნიშნული პირობა არ შეასრულა. კურორტ ახტალას რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასულ წელს ინვესტორმა კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს 2024 წლამდე გადავადება მოსთხოვა, მიზეზად პანდემია დასახელდა. თუმცა, არც გადავადების შემდეგ არ მომხდარა საპრივატიზებო პირობების შესრულება.

ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში, საჯარო აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა.

20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი "ლიბანი" 499,500 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა.
კურორტი ლიბანი დავით ხიდაშელმა 2021 წლის მარტში შეიძინა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიციით 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო, თუმცა საინვესტიციო პირობები არ შესრულებულა.

ხიდაშელი ამ დრომდე ფლობს სახელმწიფოსგან შეძენილ 2 ქონებას "რიყის დოქებს", რომელიც ხიდაშელმა 2022 წლის მარტში 10 მილიონ ლარად შეიძინა, აღნიშნულ ობიექტზე ხიდაშელს 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არც აღნიშნული პროექტის განვითარება მომხდარა.

[BM.ge]

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვარამია
„დაღუპვის გზაზე ვადგავართ სინათლის სიჩქარით. ამათ უნდა გავუყაროთ ბოლომდე, არ გამოდის სხვანაირად“ - ნიკა გვარამია

,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,ადამიანებს უკვე ფბ სტატუსებისთვისაც პოლიციაში იბარებენ და ზოგიერთს საერთოდაც პატიმრობას უსჯიან.    რა დემოკრატია, რა ევროკავშირი, რა უვიზო რეჟიმი, რა თავისუფლად...

სოცმედია 23 აპრილი 19:18

თარგამაძე ემზარ კვიციან
 „ამ მიწაზე როგორ დადიხარ, მოღალატეო. ეს მეუბნებოდა“ – გივი თარგამაძე ემზარ კვიციანზე

გივი თარგამაძე ემზარ კვიციანზე წერს:,,ტატუნაშვილის დასაფლავებიდან ვბრუნდებოდით. მცხეთაში სალობიეში შევიარეთ. ეს არსება დამეხატა და იძახდა, ამ მიწაზე როგორ დადიხარ, მოღალატეო. ეს მეუბნებოდა. მე. კოდორი...

სოცმედია 23 აპრილი 19:12

მანდატრების ნაცენი ახაგაზრდა
ვიდეო: „გულმკერდის არეში დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღმენიშნება" - როგორია სასამართლოს მანდატურების მიერ ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაშავებული გურამ ღონღაძე "ტვ პირველის" ეთერში პირველ კომენტარს აკეთებს.   როგორც ახალგაზრდა ამბობს, გულმკერდის არეში...

პოლიტიკა 23 აპრილი 19:10

ნაკაიძე
ვიდეო: ყველაფერი ის, რაც აქამდე არასოდეს უთქვამს - როგორ გახდა სოფელში დაბადებული ბიჭი გავლენიანი სასულიერო პირი და პოლიტიკოსი

ვოდე: ყველაფერი ის, რაც აქამდე არასოდეს უთქვამს - როგორ გახდა სოფელში დაბადებული ბიჭი გავლენიანი სასულიერო პირი და პოლიტიკოსი  

პოლიტიკა 23 აპრილი 19:06

დუმბაძე
„მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და სიტყვა-სიტყვით მეუბნება: “მურმან, ფრთხილად იყავი ქუჩაში, არაფერი მოგივიდეს” - მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე: კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკუთარი გამოცდილებიდან:2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარია. მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი (ჩვენი მორიგი კამათის შ...

სოცმედია 23 აპრილი 16:41

გვარამია ივანიშვილი
„ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი კილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა“ - ნიკა გვარამია

ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი ქილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა - ასე ეხმაურება კოალცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გავარამია გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალურ განცხადებას ბიზნესმ...

პოლიტიკა 23 აპრილი 16:16