1745660226
ვიდეო: "საღორეში დედამისი მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა... ამბობს, 5 დღე ვიტანჯებოდიო" - ინტერვიუ 7 წლის ბავშვის მამიდასთან
ბიზნესი & ეკონომიკა • 9 აპრილი 7:11
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ისე ქართულ სარაგბო წრეებში გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა: სწორედ, მისი შრომის შედეგი იყო „ბორჯღალოსნების“ ასპარეზობა 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე.
სარაგბო კარიერა „ბეზიე“-ში წარმართა, სამწვრთნელო კარიერა კი, სარაგბოს დასრულებისთანავე დაიწყო და მშობლიურ კლუბთან ერთად ორჯერ იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. საერთაშორისო დონეზე ჯერ მაროკოს, შემდეგ კი საქართველოს შვიდკაცა და ეროვნულ გუნდებში მუშაობდა.
ფრანგი სპეციალისტი საქართველოში პირველად 1997 წელს მოიწვიეს, რათა არსებული მდგომარეობა შეეფასებინა. პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იყო და სარაგბო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სორელმა ქართული რაგბის პოტენციალი დაინახა და მაინც დათანხმდა მთავარი მწვრთნელის პოსტს:
„როდესაც საქართველოში ჩავდიოდი, ვფიქრობდი, რომ გადარჩენის ნაკლები შანსი მქონდა, ვიდრე თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმომხტარ ადამიანს“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში . ფაქტია, რომ გადარჩა - ფრანგი მწვრთნელის მუშაობის პერიოდში „ბორჯღალოსნებმა“ პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება და 2003 წლის წარმატებულმა კამპანიამ ქართული რაგბის მიმართ დამოკიდებულება, პირველ რიგში, ჩვენთან, საქართველოშივე შეცვალა.
სორელისთვის საქართველოში გატარებული წლები (1997-2003) განსაკუთრებული და საპატიო გამოწვევა იყო. ჩამოსვლისას მას ქვეყანაში მხოლოდ ორი, დაბალი ხარისხის, ბალახის სარაგბო მოედანი დახვდა, ქვეყანას და შესაბამისად სპორტის ოვალურ სახეობასაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ და სხვა მრავალი სირთულის მიუხედავად, სორელის სტრატეგიულმა ხედვამ და მუდმივმა ოპტიმიზმმა გუნდი წარმატებისთვის განაწყო. კლოდისთვის ნაკრები ოჯახი იყო - ყიდულობდა სავარჯიშო ეკიპირებას, იყენებდა საკუთარ კამერას ვიდეო ანალიზისთვის და ცდილობდა ქართველი მორაგბეების ფრანგულ კლუბებთან დაკავშირებას, რასაც ხშირად წარმატებითაც ახერხებდა.
პირველ მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა“ ოთხივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ თავი მაინც ყველას დაამახსოვრეს. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე უთანასწორო, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლაში წაგებული მატჩის (46:19) შემდეგ ამაყმა სორელმა პრესასთან განაცხადა :
„დღეს თქვენ საქართველოს ნამდვილი სახე იხილეთ“.
„ევროპულ სარაგბო კულტურებს შორის ხიდების აშენებაში კლოდ სორელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ,“ - დაწერა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფლორიან გრილმა გამოსათხოვარ წერილში და ამაზე ვერავინ იკამათებს. ქართული რაგბის ევროპასთან და პირველ რიგში, საფრანგეთთან ღრმა პროფესიულ და ადამიანურ კავშირებს, სწორედ, სორელმა ჩაუყარა საფუძველი. რაგბი, სპორტულ დაპირისპირებასთან ერთად, სხვადასხვა კულტურების ურთიერთობის სივრცეა და ეს, „ბორჯღალოსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა ძალიან კარგად იცოდა.
კლოდ სორელის მემკვიდრეობა მეტია, ვიდრე სპორტული შედეგები და ტიტულები - ის რაგბის მეშვეობით სხვა ადამიანების და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნების ცხოვრებას ცვლიდა და გვაჯერებდა, რომ შეუძლებელი არაფერია.
სამეგრელოში არასრულწლოვანზე ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის საქმეზე "მთავარი არხის ვებგვერდისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებ...
კრიმინალი • 10:48
რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი აუწია - ფოტოს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს“
პოლიტიკა • 10:03
ვატიკანში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ფოტოები
რუსეთ-უკრაინის ომი • 9:58
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის, სტივენ ჩუნგის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 9:55
შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - "პირველებმა" ინტერვიუ 7 წლის ბავშვის მამიდასთან ჩაწერა. ქალი ბავშვის მონაყოლზე დაყრდნობით "ტვ პირველის" ჟურნალისტს ეუბნება, რომ მისი ძმის შვილი დედამ და ბებიამ საღორეში ი...
კრიმინალი • 9:37
ვატიკანის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაახლოებით 200 000 ადამიანი ესწრება
მსოფლიო • 9:31
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა