საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი — „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 8 აპრილი 14:10

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, გაიმართება ვორკშოპი — შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები.
შეხვედრა განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მეწარმეებისთვის, იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესებისთვის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიებისთვის — მათთვის, ვისთვისაც ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირება და ამ პროცესში შეღავათების მიღება მნიშვნელოვანია.
შეხვედრა გაიმართება 10 აპრილს, 17:00 – 18:30 საათზე, საქართველოს ბანკის სივრცეში ბიზნესისთვის — 4B (ა. ყაზბეგის გამზ. №15.)
ვორკშოპს გაუძღვებიან Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ირაკლი დანელია და Hegelmann Multimodal Georgia კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სალომე დანელია.
ვორკშოპზე განხილული იქნება:
·
შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის;
·
რა გავლენა აქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებებს შუა კორიდორის განვითარებაზე;
·
რა შესაძლებლობები ვლინდება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის;
·
გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია - კონტეინერიზაცია და სხვა საკითხები.
შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,ადამიანებს უკვე ფბ სტატუსებისთვისაც პოლიციაში იბარებენ და ზოგიერთს საერთოდაც პატიმრობას უსჯიან. რა დემოკრატია, რა ევროკავშირი, რა უვიზო რეჟიმი, რა თავისუფლად...
სოცმედია • 19:18

გივი თარგამაძე ემზარ კვიციანზე წერს:,,ტატუნაშვილის დასაფლავებიდან ვბრუნდებოდით. მცხეთაში სალობიეში შევიარეთ. ეს არსება დამეხატა და იძახდა, ამ მიწაზე როგორ დადიხარ, მოღალატეო. ეს მეუბნებოდა. მე. კოდორი...
სოცმედია • 19:12

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაშავებული გურამ ღონღაძე "ტვ პირველის" ეთერში პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ახალგაზრდა ამბობს, გულმკერდის არეში...
პოლიტიკა • 19:10

ვოდე: ყველაფერი ის, რაც აქამდე არასოდეს უთქვამს - როგორ გახდა სოფელში დაბადებული ბიჭი გავლენიანი სასულიერო პირი და პოლიტიკოსი
პოლიტიკა • 19:06

მურმან დუმბაძე: კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკუთარი გამოცდილებიდან:2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარია. მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი (ჩვენი მორიგი კამათის შ...
სოცმედია • 16:41

ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი ქილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა - ასე ეხმაურება კოალცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გავარამია გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალურ განცხადებას ბიზნესმ...
პოლიტიკა • 16:16