,,საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის“ - Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი

 ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო. Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა განახორციელა.

 

საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში გამართულ ოფიციალურ მიღებისთვის საგანგებოდ ციურიხიდან ჩამოვიდა Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი. სიტყვით გამოსვლისას დევიდ ნუფერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას რამდენიმეწლიანი მუშაობისთვის, ასევე ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა საშუალებითაც დღეიდან ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია ოპერირებს.

,,ძალიან ბედნიერები ვართ ფრენების დაწყებით. ამ პროექტზე თითქმის ოთხი წელი ვმუშაობდით. საბოლოოდ წარმატებით დავასრულეთ და დღეიდან უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ მგზავრებს პირდაპირი კავშირი ციურიხსა და თბილისს შორის.

 

საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის. თავისი მრავალფეროვნებითა და კულტურით ქვეყანა პოპულარული ხდება შვეიცარიელ ტურისტებში,-‘’განაცხადა დევიდ ნუფერმა.

 

ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქამდე ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობდა. თუმცა, მოგზაურების ის ტრაფიკი, რომლებიც ყოველწლიურად შვეიცარიასა და საქართველოს შორის მოგზაურობენ, მზარდია. ,,ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახლა იყო შესაფერისი დრო, რომ შევსულიყავით ამ მზარდ ბაზარზე და კიდევ უფრო განვავითაროთ ის ჩვენი ფრენებით,-‘’აღნიშნა Edelweiss-ის Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი 18-21 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე...

საზოგადოება 17 აპრილი 11:11

უგულავა
"უდავოა, ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან. მათთვის ყველაფერი ჩინურია" - გიგი უგულავა

"ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური - ყველაფერი რაზეც ვამბოთ - მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის. ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიც...

სოცმედია 17 აპრილი 10:40

გიორგი ფოფხაძე
"იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ" - გიორგი ფოფხაძე

"რა იყო, რა ხდება, "იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ, გვანჯოუს "ლევი ტავარის" ფაბრიკებთან გაჭრა "კანალი"?.. აბა რა ჩინურის სწავლა და ჩინეთზე "გაპოჭოჭოკინება" დეეიწყოთ ? არა ნ...

სოცმედია 17 აპრილი 10:30

წითელი კვერცხი
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრის...

ეს საინტერესოა 17 აპრილი 10:21

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. "აღდგომის დღე...

საზოგადოება 17 აპრილი 10:10

გვარამია
"და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს..." - ნიკა გვარამია

"განათლების სამინისტრო სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინურის შემოტანას აანონსებს. და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს, ჩინური ტერაკოტას ჯარისკაცები ჩამოაქვს თუ ოჩამჩირელი კაცი რომ იყო, მეგრულს რომ...

სოცმედია 17 აპრილი 10:10