შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის

შესაძლებლობები საქბანკი

მ სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ვისთვისაც განათლება პრიორიტეტია, საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - ეს ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.

 

საქართველოს ბანკის სტიპენდიები

ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტსა და გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივები მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, შესაძლებლობას აძლევს სასურველი მიმართულებით მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება.

სტიპენდიის მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი.

 

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 165-ზე მეტი სტიპენდიატი.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო. შეავსეთ განაცხადი ბმულზე.

 

გახდით საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და მიიღეთ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

 

UniGrant სტუდენტებისთვის

 

სტუდენტების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი და MAC Georgia ერთობლივ პროექტს - „UniGrant სტუდენტებისთვის“ ახორციელებენ. ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საარსებო ხარჯებისთვის, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.

სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში

 

საქართველოს ბანკი  CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით.

 

CHEVENING: საქართველოს ბანკი 2013 წლიდან უჭერს მხარს CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამას. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 31 სტიპენდიატი.

ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის ზაფხულიდან განახლდება.

Fulbright: საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს, რომელსაც აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.  Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ბანკის 15 სტიპენდიატი.

 

ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდება.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში: საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის (MASE) ინიციატივით 2019 წელს შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ ბერლინში, Miami Ad School Europe-ში ერთწლიან ჰიბრიდულ პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით.

 

აღსანიშნავია, რომ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებსაც  უფინანსებს.

 

ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ბანკმა და MASE-მ უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი.

 

ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდება.

საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოფხაძე
„მოით... გავქოცდეთ მასიურად და... შიგნიდან დავანგრიოთ სისტემა“ - გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: მოით რა ვქნათ იციით?.. თუ არც პლატფორმამ, პანელმა და პოდიუმმა არ გაამართლა.. გავქოცდეთ მასიურად და... შიგნიდან დავანგრიოთ სისტემა..

სოცმედია 35 წუთის წინ

ლელა ჯეჯელავა
„რა უბედურებაა მიშას პორტრეტზე ეს გულყრები და ადამიანების დამუნათებ... პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძვით და პუტინის პირადი პატიმრის ფოტო გიშლით ხელს ბრძოლაში? თქვენი ლოგიკის მასწავლებელი მოვიკითხე კახურად მე“ - ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: მიტინგზე ზოგი პოლიტიკოსის გვერდით დგომა მეც შეიძლება არ მახარებდეს, მაგრამ იმდენი პატივისცემა კი მაქვს იმ პოლიტიკოსების ამომრჩევლისა, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრო და ერთია...

სოცმედია 38 წუთის წინ

ხატია დეკანოიძე
„არ ინერვიულოთ, სახელობითი აკრძალვა იქნება მალე ნაცმოძრაობის წევრების, სხვა პარტიებისაც“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: არ ინერვიულოთ, სახელობითი აკრძალვა იქნება მალე ნაცმოძრაობის წევრების, სხვა პარტიებისაც.იმ ბანერიან ქალებსაც დაიჭერენ მალე აკრძალული ბანერებისთვის. სალომე ზურაბიშვილიც შესაძლოა “კანონგ...

სოცმედია 41 წუთის წინ

ივანიშვილი რუხაძე
სკანდალური გამოძიება ივანიშვილის რუსულ კავშირებსა და კორუფციულ გარიგებებზე - ბრიტნული მედია

ბრიტანული Byline Times ვრცელ გამოძიებას აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის რეჟიმთან კავშირებზე წერს.   გამოძიების თანახმად, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ფინანსური კომპანია Hunnewell Partners, რომე...

პოლიტიკა 60 წუთის წინ

კახა გოგიძე
„მოდი, იდი-თ ნა@უი-თ, რაა!!! პლატფორმა არა, ღანძილის წნილი!” – კახა გოგიძე

მსახიობი კახა გოგიძე: ,,ნადიმს რატომ გამოურთეთ მიკროფონი?! პაატა ბურჭულაძე რატომ არ ალაპარკეთ?! მოდი იდი-თ ნა@უი-თ რაა!!! პლათფორმა არა ღანძილის წნილი!”

სოცმედია 2:54

მეგი გოცირიძე ზურაბიშვილ
„შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყველას, ვინც მიშას შურისა და ბოღმის გამო აქამდე მიიყვანეთ ქვეყანა“ - მეგი გოცირიძე ზურაბიშვილს

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichviliნაცებს ხმა რომ მიეცათ, შენს იმპიჩმენტზე, მეორე დღესვე ვირის აბანოში ჩაგაყუდებდნენ, შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყვ...

სოცმედია 31 მარტი 19:45