თიბისის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განათლების ერთობლივი პროგრამები კიბერუსაფრთხოებში

ბიზნესი & ეკონომიკა 14 აპრილი 12:04

თბს საელჩო

თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლების არაერთი პროექტი განახორციელა. კიბერუსაფრთხოების პროგრამები მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეების პროფესიონალური უნარ-ჩვევებით აღჭურვას.

 

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თიბისი IT აკადემიამ, WIC ინიციატივის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:

 

TBCxWIC - Cybersecurity & SOC Fundamentals — პროექტი მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების შექმნას ქალებისთვის, რომელთაც სურთ კარიერული განვითარება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ინტენსიური ბუთქემფ ფორმატის ტრენინგები ჩატარდა თიბისი IT აკადემიაში, სადაც 15 მონაწილემ სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად მიიღო, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება.

 

TBCxWIC Advanced CyberSecurity — პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინტენსიური პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის. მიღებული ცოდნა კი უზრუნველყოფს მათ სიღრმისეულ ჩართულობას კიბერუსაფრთხოების გუნდებთან ყოველდღიურ საქმიანობაში. პროექტი წარმატებით დაასრულა 24-მა მონაწილემ.

 

აღსანიშნავია, რომ TBCxWIC თანამშრომლობით, ასევე დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კურსდამთავრებულთა ნაწილმა უკვე დაიწყო სტაჟირება თიბისიში  და სხვა საფინანსო ინსტიტუციაში. 

 

„თიბისი IT აკადემიამ, 5 წლის განმავლობაში, არაერთი პროგრამა განახორციელა საქართველოში ციფრული უსაფრთხოების, ცნობიერების ამაღლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოა. ერთობლივი პროგრამები, საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლების, ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებით, კი ქალების ჩართულობა  ტექნოლოგიურ და კიბერუსაფრთხიების მიმართულებებში" — თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი  1
"წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა გასულ ღამეს ჩრდ. კორეის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ ღამეს, რუსეთის მასშტაბურ თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. პრ...

რუსეთ-უკრაინის ომი 24 წუთის წინ

მელია გახარია
ვიდეო: „ნიკა მელია ანტირუსული აქციის გამო დაიჭირეს და ოპოზიციონერი რომ ხარ, დღეს იმას უნდა ამბობდე, ხულიგანიაო? რას ჰქვია, ხულიგანია?“  

ვიდეო: „ნიკა მელია ანტირუსული აქციის გამო დაიჭირეს და ოპოზიციონერი რომ ხარ, დღეს იმას უნდა ამბობდე, ხულიგანიაო? რას ჰქვია, ხულიგანია?“    

პოლიტიკა 43 წუთის წინ

ამინდი
წვიმა, ელჭექი და სეტყვა - 25 აპრილის ამინდის პროგნოზი

 გამოქვეყნდა: 21 წუთის წინ     25 აპრილს, პარასკევს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვ...

საზოგადოება 47 წუთის წინ

მდინარაძე
„სახეში რომ ადამიანს პოლიციელი ფეხს ურტყამდა ან ჩვენ, ან ვინმეს მოეწონა? გაუხარდათ მხოლოდ იმათ. ჩვენ ძალიან გვეწყინა" - ივანიშვილის მამუკა მდინარაძე

"ზუსტად მის, [გახარიას], პერიოდში პანკისის შემთხვევა, ჩორჩანას შემთხვევა, ბასიანის შემთხვევა, 20 ივნისი, ეს ყველაფერი დამთხვევა იყო? ერთი არ მოუვიდა, ერთი მსგავსი, არ მოუვიდა ვახტანგ გომელაურს. ერთი მ...

პოლიტიკა 49 წუთის წინ

გვარამია
“გოგოს რომ თმას აგლეჯდა, ის კამეჩი შსს მინისტრის პირველ მოადგილედ დააწინაურეს, ხვალ მამუკა მდინარაძეს დანიშნავენ ალბათ მინისტრად” – ნიკა გვარამია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია: რამდენიმე დღის წინ გოგოს რომ თმას აგლეჯდა, ის კამეჩი შსს მინისტრის პირველ მოადგილედ დააწინაურეს. ხვალ მამუკა მდინარაძეს დანიშნავენ ალბათ მინისტ...

სოცმედია 60 წუთის წინ

ცისია მეტრეველი
დავით დოიაშვილის შემცვლელად, სავარაუდოდ, ცისია მეტრეველი განიხილება

“პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ რეჟიმის კულტურის სამინისტრო დავით დოიაშვილის შემცვლელად, ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე, ცისია მეტრეველის კანდიდატურას განიხილავს. ცისია მეტრეველი 200...

საზოგადოება 4:54