"ვარდისფერი, ანუ სააღდგომო მთვარე" - რისი გაკეთებას არ გვირჩევენ ასტროლოგები 6 აპრილს სავსემთვარეობაზე
ეს საინტერესოა • 5/4/2023 • 19:59

აპრილის ცაზე სავსე მთვარის გამოჩენა მშვენიერი სანახაობაა, რომელიც ხვალ, 6 აპრილს, თბილისის დროით, 08:38 წუთზე გველის. ამ დროს მზის საპირისპირო მხარეს მდებარე მთვარე მთლიანად მისი შუქით იქნება განათებული.
ზოგი მას "ვარდისფერ მთვარეს" უწოდებს, რადგან ციური მნათობის გამოჩენა ჩრდილოეთ ამერიკაში ვარდისფერი ფლოქსის ყვავილობის დროს ემთხვევა, ზოგისთვის კი ის სააღდგომო მთვარეა, რადგან აღდგომის წინა პერიოდში ჩნდება.
ვარდისფერ მთვარეზე დაკვირვება რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება. მას დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან დაინახავთ, თუ ამინდი ხელს არ შეგიშლით.
ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ სავსე მთვარე წარმოუდგენლად დიდ ძალას და საკმაოდ ძლიერ ენერგიას ფლობს. მთავარია მისი სწორად გამოყენება და სწორი მიმართულებით წარმართვა შეძლოთ.
რისი გაკეთება არ შეიძლება 6 აპრილს სავსემთვარეობაზე?
6 აპრილს ხმამაღალი მუსიკის მოსმენას, ყვირილს, აგრესიულ ქცევას და რაიმეს მტკიცებას უნდა მოერიდოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმის დაწყება ან მსხვილი კონტრაქტის გაფორმება არ შეიძლება. 6 აპრილს უარი თქვით ალკოჰოლური სასმელების, ხორცისა და სოკოსგან დამზადებული კერძების დაგემოვნებაზე და ნუ დაგეგმავთ ქირურგიულ ოპერაციას. ასევე მოერიდეთ თმის შეჭრას და შეღებვას.
რისი გაკეთებაა რეკომენდებული სავსემთვარეობაზე?
სასურველია, რომ 6 აპრილს მთელი ენერგია შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიმართოთ. ეს დღე შეგიძლიათ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ბუნებაში გაატაროთ. კარგი იქნება, თუ სახლში და სამუშაო ადგილზე საფუძვლიან წმენდას და დალაგებასაც ჩაატარებთ.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება მისივე სოციალურ ქსელ truthsocial - ში გაავრცელა და ისევ აღნიშნა, რომ ომი არ იქნებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 14:17

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ვატიკანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 14:08

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: რა საცოდავები ვართ, მთელი ერი იმაზე საუბრობს ჩამოართვა თუ არა ხელი ტრამპმა ყაველას... ვთქვათ ჩამოართვა და მოიკითხა.. „ენდ“?....ანარ...
სოცმედია • 13:58

ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა
პოლიტიკა • 13:56

2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა -...
სპორტი • 13:54

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიე...
საზოგადოება • 13:52