მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტები სპორტული ტრავმების დროს

ჯანმრთელობა 19 მარტი 6:30

სპორტული ტრავმა

სპორტული აქტივობების დროს დიდია ტრავმების წარმოქმნის რისკი. ეს პრობლემა ხშირია ისეთი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ფიზიკური აქტივობებით სისტემატიურად არიან დაკავებულები. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება კოჭი, მხარი, მაჯა, იდაყვი და კიდურები. ფართოდ გავრცელებულ ტრავმებს მიეკუთვნება:

მხრის ტრავმა - ძალიან შემაწუხებელია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს გვიშლის, რადგან მხარი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი სახსარია. ამ დროს ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს, განსაკუთრებით, მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება.

● ხელის ამოვარდნა - ხელის ამოვარდნისას ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს. განსაკუთრებით, მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა.

● ფეხის გადაბრუნების მიზეზი ხშირად მყესის დაჭიმულობა, კოჭისა და ტერფის დაზიანება და სხვადასხვა ტრავმა შეიძლება იყოს. ის ხშირად სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვის გამოც ვითარდება. სირბილისა და ხანგრძლივი სიარულის დროს ქვედა კიდურებზე ზეწოლის განმეორებითმა ზემოქმედებამ შესაძლოა ფეხის  კუნთებისა და მყესების გადატვირთვა და წვივის არეში ტკივილი გამოიწვიოს.

სპორტული ტრავმების დროს ადამიანები იყენებენ ფიქსატორებს. ამ პროდუქტს  ძირითადად ვიყენებთ ტკივილის შემსუბუქებისა და იმობილიზაციის მიზნით. გარდა ამისა, მათი ტარება ძალიან ეფექტურია რეაბილიტაციის პერიოდშიც. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

 

● იდაყვის ფიქსატორი - გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.

● კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არამარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იდეალურია ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ასევე, დაჭიმულობის შემთხვევაში ფიქსატორის გამოყენება ამცირებს ტკივილს.

 

● მხრის ფიქსატორი - სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას ძირითადად, ხელის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, ფიზიკური დატვირთვით კუნთებისა და მყესების დაზიანებისას ნიშნავენ. მხრის ფიქსატორით სარგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია.  ...

ბიზნესი & ეკონომიკა 48 წუთის წინ

ვვვ
საშემოდგომო შოპინგისას დააგროვეთ მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის PLUS ბარათით

ზაფხული მიილია, წინ საინტერესო, დატვირთული და სიახლეებით სავსე სასწავლო წელია. სასექტემბრო შოპინგი კი აქტიური ცხოვრების სტილთან დაბრუნების გარდაუვალი ნაწილია.   საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის...

ბიზნესი & ეკონომიკა 50 წუთის წინ

ღამბაშიძე
„ვისაც გცალიათ და არ გცალიათ, ყველანი გამოდით 7 საათზე ფილარმონიასთან“ – ლევან ღამბაშიძე

,,3000-მდე კბილებამდე შეიარაღებული ზონდერის პირისპირ ვიდექით დეკემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში და ერთმანეთი არ მიგვიტოვებია. გუშინ რეჟიმმა ჩათვალა, რომ ოცდაათამდე არარაობაც საკმარისი იქნებოდა ჩვე...

სოცმედია 58 წუთის წინ

სპეცრაზმის მანქანები
კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება - მედია

"პირველებს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება. კადრებში ჩანს მინიმუმ 10 მიკროავტობუსი, 10 პიკაპი და 4 ავტობუსი. ზუსტად რვა საათზე კი...

პოლიტიკა 14:04

ერეკლე ინაშვილი_1920 1080
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს...

ბიზნესი & ეკონომიკა 13:37

ლევან იოსელიანი
"შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობა“ - იოსელიანი პროტესტის მონაწილეებს

მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების შემდეგ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, "შეიკავონ იმგვარი ქმედებები...

პოლიტიკა 13:34