1745675792
ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა
ჯანმრთელობა • 6/9/2023 • 12:01
ექიმი-სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ზურაბ მარშანია გამოცემასთან “მშობლები” ამბობს:
ადამიანს ჯანსაღი, რეგულარული სექსი უნდა ჰქონდეს. რამდენად ხშირი, ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია. თუ პარტნიორებს სურთ, შესაძლოა, ყოველდღიურად, დღეგამოშვებით, ან კვირაში 1-2-ჯერ ჰქონდეთ. რაც შეეხება ზიანს, ამ ტერმინთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებობს ცნება, რასაც ცელიბატში ცხოვრება ჰქვია. ცელიბატში ცხოვრობენ ქალებიც და მამაკაცებიც. არის პროფესიები, ცხოვრების წესი, რომელიც ცელიბატში ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე ითვალისწინებს. მაგალითად, მონაზვნების, ბერების შემთხვევაში. ამიტომ, ტერმინი “ზიანი” ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ. ეს ხდება ადამიანისთვის ცხოვრების წესი და კომფორტული მდგომარეობა.
რაც შეეხება ადამიანს, რომელსაც სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა და შემდეგ სხვადასხვა მიზეზის, მაგალითად, პატიმრობის, ემიგრაციის, სამსახურებრივი მოვალეობის გამო წყვეტა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. უფრო მეტად კი მამაკაცების შემთხვევაში. ქალები ცელიბატს ძალიან კარგად უძლებენ. ამიტომ, მამაკაცებს ხშირად ვეუბნები, გაუფრთხილდით ცოლს, სექსუალურ პარტნიორს. რაც უფრო დიდი ხნით წყდება სქესობრივი ცხოვრება, ეს ფაქტი სექსუალურ ფუნქციაზე მით უფრო ნეგატიურ გავლენას ახდენს და სავსებით შესაძლებელია სერიოზულ დისფუნქციაში გადაიზარდოს. ამიტომაც, ფრანგები მამაკაცებს ურჩევენ: Cherchez la femme- ეძიე ქალი. ჩემი რჩევაცაა, მოძებნეთ პარტნიორი. ქალის შემთხვევაში რომ ვთქვათ, რომ სქესობრივი ცხოვრების დროებით შეწყვეტა მის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანი აყენებს, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით ასე ვერ ვიტყვით. თუმცა, ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც რეგულარული სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს, არ დაფეხმძიმებულა და არ უმშობიარია. ერთ-ერთია, მაგალითად, ძუძუს კიბო. ასე რომ, ყველა ქალსა და მამაკაცს მინდა ვუსურვო, რომ ნუ იცხოვრებენ ცელიბატში, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს, რელიგიას არ მიუძღვნიან.
მყოლია პაციენტები, რომლებსაც 13 წელი არ ჰქონიათ სექსი იმის გამო, რომ ვაგინალური პენეტრაცია ფიზიკურად ვერ ხერხდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა და ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ვაგინიზმის ძირითადი მკურნალობის მეთოდი ექიმი-სექსოლოგის მიერ ფსიქოთერაპიული ინტერვენციაა და თავად ამ პრობლემისაგან 500-ზე მეტი პაციენტი მყავს განკურნებული. როცა ვაგინიზმის მკურნალობასა და მიზეზებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მთავარი „დამნაშავე” ტრავმა ან ცუდი გამოცდილება კი არა, სქესობრივი განათლების დაბალი დონეა. მაგალითად, მოლოდინი იმისა, რომ პირველი ღამე მტკივნეული იქნება, „სისხლისგან დაიცლება”, საავადმყოფოში აღმოჩნდება და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. თუ სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს განიცდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაგინიზმი გაქვს, მსუბუქი ფორმით. ვაგინიზმი ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციაა და როგორც აღვნიშნე, ასეთ დროს ფსიქოთერაპია კარგად მუშაობს. ჩემთან ძალიან ბევრი ქალი მოსულა, რომლებიც ფსიქიკურად, მორალურად დათრგუნულები არიან, ტირიან და ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობას არაფერი შველის. მაგრამ, როდესაც ჩემი კაბინეტიდან ადამიანები გალაღებულები, ბედნიერები გადიან, ეს ცხოვრებას მიხანგრძლივებს და მოტივაციას მაძლევს.
45-50 წლის ასაკი არის პერიოდი, როდესაც ქალსაც და მამაკაცსაც რეგულარული და ხშირი სქესობრივი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ, რაც მათი ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია. განსაკუთრებით კი ქალისთვის, რადგან მას ამ პერიოდში პრეკლიმაქტერული პერიოდი ეწყება, რაც შესაძლოა, შემდეგში კლიმაქტერულ სინდრომშიც, კლიმაქტერულ ნევროზში გადავიდეს. მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემები აქვთ, დაბალია ტესტოსტერონის დონე, ხშირად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და ეს დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. შესაძლოა, გართულდეს გულის კუნთის ინფარქტითა და სხვა პრობლემებით, ამიტომ, სექსი წამალიცაა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება მისივე სოციალურ ქსელ truthsocial - ში გაავრცელა და ისევ აღნიშნა, რომ ომი არ იქნებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 14:17
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ვატიკანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 14:08
ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: რა საცოდავები ვართ, მთელი ერი იმაზე საუბრობს ჩამოართვა თუ არა ხელი ტრამპმა ყაველას... ვთქვათ ჩამოართვა და მოიკითხა.. „ენდ“?....ანარ...
სოცმედია • 13:58
ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა
პოლიტიკა • 13:56
2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა -...
სპორტი • 13:54
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიე...
საზოგადოება • 13:52
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა