ლევან კაჭარავას მკვლელობის ახალი ვერსია - მიდის თუ არა კვალი 90-იან წლების შურისზიებასთან, ძმებ თორაძეების საქმესთან

კრიმინალი 27/6/2022 • 12:03

კაჭარავა

წყნეთის გზატკეცილზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ თითქოს ეს იყო „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შურისძიება შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის გამო.

„თუკი რამეში შეიძლება ადამიანი 100 პროცენტით იყოს დარწმუნებული, ეს არის სწორედ ამ ვერსიის აბსურდულობა. ლევანი არ იყო ის ადამიანი, რომ მსგავს საქმესთან რაიმე სახით ყოფილიყო დაკავშირებული. კატეგორიულად გამოვრიცხავ“, - ამბობს “კურიერთან“ ინტერვიუში მოკლული ბიზნესმენის დეიდაშვილი, სალომე კობალაძე.

ოჯახი ასევე გამორიცხავს ვერსიას, რომ შესაძლოა ეს 1990-იანი წლების შურისძიება და კონკრეტულად ძმები თორაძეების საქმეს უკავშირდებოდეს.

„ეს ვერსიას არის ჭორი და აბსურდი. მაშინ სპეცოპერაცია ჩაატარა ოფიციალურმა სტრუქტურებმა, მათ შორის მხედრიონმა და არც ლევანი, არც მისი საახლობლო წრიდან ვინმე ადგილზე არ ყოფილა“, - ამბობს სალომე კობალაძე.

მისივე თქმით, ბიზნესს წილებთან დაკავშირებით ლევან კაჭარავას არ ჰქონია არანაირი პრობლემა არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ, აქედან გამომდინარე, ოჯახი ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ შეიძლება იდგეს შეიარაღებული თავდასხმის უკან.

ოჯახის ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმე დღის წინ, მამის ორმოცზე დაბრუნდა და არასდროს ჰქონია ეჭვი, რომ ვინმე უთვალთვალებდა. როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი ჰყვება, ლევან კაჭარავა იარაღს არ ატარებდა და არც დაცვით გადაადგილდებოდა. ოჯახს, ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ ჰქონია პირთნ, რომელიც შემთხვევის დროს ლევან კაჭარავასთან ერთად გადაადგილდებოდა, შესაბამისად, მათთვის უცნობია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა 32 წლის ბუღალტერმა, ირაკლი აბულაძემ გამოძიებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია თოფურია
„მე ვცხოვრობდი საქართველოში 2008 წელს და მე ვნახე რა გაუკეთეს მათ ჩემს ხალხს. ასე რომ, რუსები საშიში ხალხია და მე ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება“ - ილია თოფურია

"რაც მე ვიცი ჩემი ისტორიიდან, ჩემი ცხოვრებიდან, არის ის, რომ ისინი, რუსები არიან ... პუტინი, მოდი ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მართავენ რუსეთს, იმიტომ, რომ ხალხის წინააღმდეგი არავინაა, მე ვსაუბრო...

საზოგადოება 11 აპრილი 19:43

ლუკაშენკო
„ქართულ პროდუქციას არც EU-ში იღებდნენ და არც ამერიკაში; სად წავიდნენ? მოვიდნენ ჩვენთან, (და) რუსეთში“ - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო ისევ საქართველოზე ლაპარაკობს და იმედს გამოთქვამს, რომ "კიევი თბილისს მიბაძავს": "საქართველო - შეხედეთ, რა მოხდა. ისინი უკვე, როგორც დღეს წავიკითხე, არ გამორიცხავენ, რომ...

პოლიტიკა 11 აპრილი 19:31

ნინო წოლოსანი ხაბეიშვილი
“უწყინარი” ნაძირალა ქალი… მამაშენის შვილი, კორუმპირებული, ქურდი, წუწკი რას გაიგებ…” – ლევან ხაბეიშვილი წილოსანს

პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, ნინო წილოსანს პასუხობს, აქვეყნებს თავის ფოტოს და წერს: “უწყინარი” ნაძირალა ქალი    ვერ გაიგო თურმე ხარებას, მილერის და მისნაირი ნაბი&&&ების დასანქცირება … ასობით ადამიანი...

პოლიტიკა 11 აპრილი 19:28

ლოგო
საქართველოსთან დაკავშირებით 37 სახელმწიფო ეუთოს მიმართავს

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მიმართავს.   ეუთოს წევრი ქვეყნების ერთ...

პოლიტიკა 11 აპრილი 19:25

 ანწუხელიძე წულუკიანი
„უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - თეა წულუკიანი ანწუხელიძეზე

„უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - ასეთი შეაფასა თეა წულუკიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გიორგი ანწუხელიძის გმირობა. "მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მ...

პოლიტიკა 11 აპრილი 19:23

კობერიზე გრიგალაშვილი ჩელე
ვიდეო: რა დაემართა „გირჩს“ და სად მიდის ოპოზიციის გზა 

რა დაემართა „გირჩს“ და სად მიდის ოპოზიციის გზა   

პოლიტიკა 11 აპრილი 19:20