1756736739
ირაკლი კობახიძე გაეროში არ მიდის - მედია
კრიმინალი • 19 მარტი 6:09
შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული ი.ი. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ა.ვ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული მ.ც. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ჭ., 1989 წელს დაბადებული გ.ლ., 1967 წელს დაბადებული დ.ს., 1974 წელს დაბადებული მ.ფ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“ „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოტექსის“ 3000-მდე აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 19-261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
4 და 7 სექტემბერს საქართველო-თურქეთისა და საქართველო-ბულგარეთის ნაკრებებს შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება, რის გამოც, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძ...
საზოგადოება • 6 წუთის წინ
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ნიკა კაცია პირველ კომენტარს აკეთებს. ვიდეო ინტერვიუში, რომელსაც მოქალაქეები ავრცელებენ, აცხადებს, რომ მან დაკავების დღიდან იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა. მისი თქ...
პოლიტიკა • 11 წუთის წინ
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის...
პოლიტიკა • 15 წუთის წინ
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას იწყებს. პარლამენტში, მამუკა მდინარაძის შემცვლელის მიერ გაკეთებული განცხადებით, ივანიშვილი პარტია გეგმავს ოპოზიციუ...
პოლიტიკა • 38 წუთის წინ
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა: გალუსტაშვილო ეხლა მე მიყურე!
პოლიტიკა • 13:32
თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ თ...
საზოგადოება • 13:12
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა