პირს, რომელიც ყალბი ვებგვერდის მეშვეობით თითქოს სტინგის კონცერტის ბილეთებს ჰყიდდა, ბრალი წარუდგინეს

კრიმინალი 28 მარტი 6:53

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ბრალდებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით, ყალბი „ფიშერული“ ვებგვერდი „bsafest.online“ შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით რეკლამირებას უწევდა, აღნიშნული ყალბი ვებგვერდი მომხმარებლებს ბრიტანელი მომღერლის, სტინგის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთების შეძენას სთავაზობდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევდა კონკრეტულ ბილეთს და ბილეთების რაოდენობას, ვებგვერდი კი მომხმარებლებს ავტომატურად ონლაინ გადახდის პლატფორმაზე გადაამისამართებდა და თანხა ბრალდებულის მიერ წინასწარ მითითებულ კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით, ყალბი „ფიშერული“ ვებგვერდი „bsafest.online“ შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით რეკლამირებას უწევდა, აღნიშნული ყალბი ვებგვერდი მომხმარებლებს ბრიტანელი მომღერლის, სტინგის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთების შეძენას სთავაზობდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევდა კონკრეტულ ბილეთს და ბილეთების რაოდენობას, ვებგვერდი მას ავტომატურად გადაამისამართებდა ონლაინ გადახდის პლატფორმაზე და თანხა ირიცხებოდა ბრალდებულის მიერ წინასწარ მითითებულ კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგათ.

ბრალდებულს ბრალდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და დაფარვა, რამაც დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამაღლობელი პოლიციელი
შსს-მ მზია ამაღლობელის არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციელი დააწინაურა - მედია

მზია ამაღლობელის საქმე - დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმე, პოლიციელი თამარ კერესელიძე გამოკითხეს.  კერესელიძე პოლიციის ს თანამშრომელია, რომელმაც ჟურნალისტის დაკავების ოქმი შეა...

პოლიტიკა 29 წუთის წინ

დმიტრი მედვედევი
„რუსოფობიის საუკეთესო წამალი ახალი რაკეტებია“ - მედვედევი

ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსოფობიით არის დაავადებული... საუკეთესო სამკურნალო ეფექტი აქვს ისეთ ძლიერ სედატიურ პრეპარატებს, როგორებიც არის კალიბრი, ონიქსი, ისკანდერი და ძლიერ მრავალკო...

მსოფლიო 30 წუთის წინ

ორბანი
"ორბანის დასჯის დრო დადგა" - POLITICO-ს ცნობით, გერმანიის ახალ მთავრობას სურს ზეწოლა მოახდინოს EU-ზე, რათა უნგრეთის ხმის უფლების შეჩერებას გადახედოს

POLITICO-ს ინფორმაციით, ფრიდრიხ მერცის მომავალ კოალიციას სურს ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირზე, რათა უნგრეთს თანხების შეკავებას და ხმის უფლების შეჩერებას გადახედოს. კერძოდ, გერმანიის მომავალი კანცლერის,...

მსოფლიო 42 წუთის წინ

მზია ამაღლობელი
მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი 7 აპრილს გაიმართება 

 "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 7 აპრილს გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იყო. პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთი...

პოლიტიკა 15:11

5 შეთავაზება საქბანკი
5 შეთავაზება ბიზნესის ხარჯების დასაზოგად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

ხარჯების დაზოგვა ნებისმიერი ბიზნესის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. რესურსების სწორად გადანაწილება განსაკუთრებით — მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, რადგან არ აქვთ შესაძლებლობა, ბუღალტრული, მარკეტინგულ...

ბიზნესი & ეკონომიკა 15:00

პოლიციააა
სამთავრობო კვარტალში საპოლიციო ძალების მობილიზებაა

 სამთავრობო კვარტალში საპოლიციო ძალების მობილიზებაა - კადრები "პირველებმა" კანცელარიასთან გადაიღო.   "ტვ პირველის" ჟურნაისტის ცნობით, კანცელარიის ეზოში მინიმუმ 10-ზე მეტი მიკროავტობუსი შეიყვანეს, სადა...

პოლიტიკა 14:49