ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების გამოძიების განკარგულება გასცა

მსოფლიო 11 აპრილი 10:01

ტრამპი 1

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სპეციალურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირი ჰქონდა კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კრისტოფერ კერბს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებსთან, რა დროსაც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მემორანდუმის ტექსტში აღნიშნულია, რომ კერბსი არის არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, რომელიც ბოროტად იყენებდა სამთავრობო ძალაუფლებას. კერძოდ, ის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს არამართლზომიერ ცენზურას უწესებდა ამა თუ იმ აზრს, მათ შორის COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემები დიდი ხნის განმავლობაში მოწყვლადი და ჰაკერების ადვილად ხელმისაწვდომი იყო. ამ საქმის გამოძიებას მისი უწყება უკვე აწარმოებს.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემები დიდი ხნის მანძილზე ჰაკერებისთვის და კენჭისყრის შედეგებით მანიპულაციისთვის მოწყვლადი იყო. ის გარემოება თქვენი განკარგულების შესასრულებლად, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქაღალდის ბიულეტენების შემოღებას გულისხმობს, გვიბიძგებს, რათა ამომრჩეველმა არჩევნების სამართლიანობა დაიჯეროს“, – თქვა გაბარდმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვარამია
„დაღუპვის გზაზე ვადგავართ სინათლის სიჩქარით. ამათ უნდა გავუყაროთ ბოლომდე, არ გამოდის სხვანაირად“ - ნიკა გვარამია

,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,ადამიანებს უკვე ფბ სტატუსებისთვისაც პოლიციაში იბარებენ და ზოგიერთს საერთოდაც პატიმრობას უსჯიან.    რა დემოკრატია, რა ევროკავშირი, რა უვიზო რეჟიმი, რა თავისუფლად...

სოცმედია 9 წუთის წინ

თარგამაძე ემზარ კვიციან
 „ამ მიწაზე როგორ დადიხარ, მოღალატეო. ეს მეუბნებოდა“ – გივი თარგამაძე ემზარ კვიციანზე

გივი თარგამაძე ემზარ კვიციანზე წერს:,,ტატუნაშვილის დასაფლავებიდან ვბრუნდებოდით. მცხეთაში სალობიეში შევიარეთ. ეს არსება დამეხატა და იძახდა, ამ მიწაზე როგორ დადიხარ, მოღალატეო. ეს მეუბნებოდა. მე. კოდორი...

სოცმედია 15 წუთის წინ

მანდატრების ნაცენი ახაგაზრდა
ვიდეო: „გულმკერდის არეში დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღმენიშნება" - როგორია სასამართლოს მანდატურების მიერ ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაშავებული გურამ ღონღაძე "ტვ პირველის" ეთერში პირველ კომენტარს აკეთებს.   როგორც ახალგაზრდა ამბობს, გულმკერდის არეში...

პოლიტიკა 17 წუთის წინ

ნაკაიძე
ვიდეო: ყველაფერი ის, რაც აქამდე არასოდეს უთქვამს - როგორ გახდა სოფელში დაბადებული ბიჭი გავლენიანი სასულიერო პირი და პოლიტიკოსი

ვოდე: ყველაფერი ის, რაც აქამდე არასოდეს უთქვამს - როგორ გახდა სოფელში დაბადებული ბიჭი გავლენიანი სასულიერო პირი და პოლიტიკოსი  

პოლიტიკა 21 წუთის წინ

დუმბაძე
„მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და სიტყვა-სიტყვით მეუბნება: “მურმან, ფრთხილად იყავი ქუჩაში, არაფერი მოგივიდეს” - მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე: კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკუთარი გამოცდილებიდან:2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარია. მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი (ჩვენი მორიგი კამათის შ...

სოცმედია 16:41

გვარამია ივანიშვილი
„ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი კილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა“ - ნიკა გვარამია

ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი ქილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა - ასე ეხმაურება კოალცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გავარამია გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალურ განცხადებას ბიზნესმ...

პოლიტიკა 16:16