„აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის“ - მაკო გომური წულუკიანის კომისიაზე გახარიას დაკითხვაზე

პოლიტიკა 15 აპრილი 18:52

მაკო გიმური გახარია წულუკიანი


20 ივნისის დაზარალებული, მაკო გომური ,,ფორმულას” ეთერში აცხადებს:
„აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა, ოღონდ ცოტა პური გვაკლია ხოლმე მაგ დროს, მაგრამ სანახაობა იყო, რომელიც დაგვიდგა ამ ორმა პარტიამ, ეს იყო “ქართული ოცნება” და ეს იყო გახარიას პარტია და აი, გვაყურებინეს ამ სანახაობას. რა თქმა უნდა, ახალი არაფერი არ იყო საერთოდ ნათქვამი, ეს არის ქალი, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრა ჩვენი, დაზარალებულების სახელები და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გარდა, 20 ივნისის ერთი დაზარალებულის სახელიც კი არ იცის და არ იცის, დანარჩენებს ვის რა სჭირს და ვინ რა დაზიანება მიიღო.

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვანიჭებ ამას დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც, ორივე მხარის დანაშაული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე, რომელიც ჩაატარეს 6 წლის უკან… ძაან დიდი დრო არის გასული რეალურად, მაშინ 19 წლის ვხდებოდი, ახლა ვხდები 25 წლის, 6 წელია გასული … და მუდმივად ვართ აი ამ დაპირისპირებაში, ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთის დანაშაული გადააბრალონ სხვას, ყოველთვის ეგ არის. ერთადერთი, რატომაც იყო გუშინდელი კომისიის სხდომა კარგი, რომ იცოდნენ, თუნდაც დღეს ვინც არიან “ქართული ოცნების” წევრები, მაშინ გახარია ხომ ჰყავდათ პრემიერი და საუკეთესო კრიზისმენეჯერი იყო და საუკეთესო პრემიერი იყო და საუკეთესო მინისტრი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსი, გუშინ ამ ადამიანს ასამართლებდნენ კომისიაზე, ყველა ადამიანს მოუწევს ამის გავლა და მოუწევს ოღონდ, დარწმუნებული ვარ, სამართლიან გარემოში და სამართლიან სასამართლოში. თუნდაც ჩემი ბრძოლა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე და დღემდე აქ ვარ, ამ ბრძოლაში ვარ და კიდევ ალბათ მომიწევს დიდხანს ყოფნა აი ამ სასამართლოს პირობებში, მაგრამ ვთქვათ, იქ სტრასბურგია, ვთქვათ, ის ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მჭერს მხარს და ვიცი, რომ ჩემი რაღაც წილი ბრძოლა არ უნდა გავაჩერო, ვიცი, რომ სადღაც სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და აღდგება ნებისმიერი ადამიანისთვის”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ინდოეთ ტერაქტები
ტერორისტული აქტების სერია ინდოეთში – დაღუპულია, მინიმუმ, 27 ტურისტი

ტერორისტული აქტების სერია ინდოეთში – გარდაცვლილია 27 და დაჭრილია ოცამდე ადამიანი. შეირაღებული თავდასხმა  პაჰალგამში, ქვეყნის ტურისტულ ზონაში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ცეცხლი ორმა პირმა გახსნა. ხელისუ...

მსოფლიო 20 წუთის წინ

გოცირიძე
„უვიზო მიმოსვლის გაუქმება არის უდიდესი დარტყმა ქვეყნისათვის. ეს იქნება არა მთავრობის, არამედ ხალხის დასჯა“ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე: უვიზო მიმოსვლის გაუქმება არის უდიდესი დარტყმა ქვეყნისათვის. ეს იქნება არა მთავრობის, არამედ ხალხის დასჯა. მიდგომა, რომ რაც უფრო ცუდი რამ მოხდება, უფრო გამოიწვევს ამ ხელისუფლების დემონტ...

სოცმედია 38 წუთის წინ

მარიზი კობახიძე
“საქართველო მიექანება ჯოჯოხეთში და ამას აკეთებს ერთი კაცი-ბიძინა ივანიშვილი“ - მარიზი კობახიძე

დღეს საქართველო მიექანება ჯოჯოხეთში და ამას აკეთებს ერთი კაცი და ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია,- ამის შესახებ სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ, გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. მარიზი კობახიძე “ოც...

პოლიტიკა 54 წუთის წინ

პუტინი ტრამპი
„ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების უფლებას მისცემს“ - The Telegraph

The Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიმუშავა და მოსკოვს შესთავაზა ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინისგან მიტაცებული თითქმის ყველა ტერიტორიის შე...

რუსეთ-უკრაინის ომი 55 წუთის წინ

პატრული
ავტომობილი საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, ორივე დაიღუპა - ავარია კახეთში

  კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავარია მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა...

შემთხვევა 57 წუთის წინ

ტრამპი ზელენსკი
„დიახ, მსურს“ - ზელენსკი მზადაა ვატიკანში დონალდ ტრამპს შეხვდეს

 23.04.25 00:06გაზიარება  უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპს შეხვდეს. დიახ, მსურს...

რუსეთ-უკრაინის ომი 59 წუთის წინ