"ათმაგად მივუზღავთ“ - ღარიბაშვილი „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ემუქრება

პოლიტიკა 11/5/2023 • 15:43

ღარიბაშვილი

"ევროპის სოციალისტური პარტიიდან" "ოცნების" გასვლას, პრემიერი ღარიბაშვილი თავად ამ გაერთიანებაზე თავდასხმით  ეხმაურება და ამბობს, რომ მიუღებელი იყო ევროპელი პარტნიორების ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე მის ანტიდასავლურ გამოსვლებს მოჰყვა - "ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და  ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ, ყველას. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, -  აცხადებს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ "ევროპელი სოციალისტების" გაერთიანების დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

 

„ეს პარტია, ეს გაერთიანება, ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო, იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, იგივე მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში, ნული მხარდაჭერა, იგივე რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა სამარცხვინო და უსამართლო და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, კაცმა, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა. და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20% ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა, დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა. ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, დიდმა ნაწილმა, 30-მა პროცენტმა ამ პარტიის. მაშინ გახდა პირველი ბზარი და მანამდეც უკვე დაწყებული იყო, ეს ერთი და მერე მეორე, ჩაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი,  მძარცველი, კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და ისევ კეზერაშვილს იცავენ. კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ, ვინ იყო ინიციატორი აი იმ ანტიქართული რეზოლუციის, ხომ არ შემახსენებთ, „იპიპი“, ანუ ამ "ნაციონალური მოძრაობის" პარტია, ვინც მაშინ, როდესაც უნდა მიეღო ევროპას ისტორიული გადაწყვეტილება, ჩვენთვის უნდა მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი, რეალურად, საპირისპირო, საწინააღმდეგო განცხადებას და რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. იქ თან ბევრი გაუგებრობები მოხდა. იგივე, მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, CPAC-ზე, სადაც პრეზიდენტები დადიან ამერიკის და კონგრესმენები, ძალიან ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსი და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტი ლგბტ ფრაზები გამოიყენაო და ეროვნულ კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა.  უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ,  კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ.

 

ასევე დღეს პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, დავაკვირდებით, იგივე  არსებობს კონსერვატიული გაერთიანება, სხვებიც არსებობენ და სხვა პარტიებთან, ასე ვთქვათ, დავპარტნიორდებით. ასე რომ, აქ არაფერი არ ხდება, მგონი მომწიფდა ეს სიტუაცია, ისინი ამზადებდნენ, ივნისში დააანონსეს, ჯერ როგორ შეიძლება, შეურაცხმყოფელია ხო ეს დამოკიდებულება, თუ პარტნიორები ვართ და თუ რაღაც კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მხარი დაგვიჭირეთ, აგვიხსენით. ამიტომ, ეს იყო მიუღებელი. ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და  ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ, ყველას. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რეჟიმის ტყვეების ოჯახი
რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...

პოლიტიკა 17:15

უილსონი ივანიშვილი
„ქართული ოცნება“ ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია“ - უილსონი

მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...

პოლიტიკა 17:12

პაატა სალია
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება

რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას  ქონებრივ მდგომარეობაზე ი...

პოლიტიკა 17:10

ლევან მურუსიძე
"სახელფასო ბარათი დამებლოკა" - ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული მურუსიძე

 "ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...

პოლიტიკა 17:05

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიტიკა 15:27

აშშ
„რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ - სახდეპი

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...

პოლიტიკა 15:25