„ერთადერთი, რაც გადასაყლაპი დარჩა ოლიგარქის რეჟიმს, დამოუკიდებელი მედიაა, ამის უფლება არ უნდა მივცეთ“ - მაკა ჩიხლაძე

პოლიტიკა 8 აპრილი 12:07

 მაკა ჩიხლაძე

ერთადერთი, რაც გადასაყლაპი დარჩა ოლიგარქის რეჟიმს, დამოუკიდებელი მედიაა, ამის უფლება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე საუბრობს.

ჟურნალისტის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის გაქრობაზეა ორიენტირებული, ჟურნალისტებს მხოლოდ ერთმანეთის და მოქალაქეების გვერდში დგომის იმედიღა რჩებათ.

 

ქვეყანაში, სადაც მთელი ძალისხმევა მიმართულია ახლა იქითკენ, რომ როგორმე, კრიტიკული, ოლიგარქის გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია აღარ არსებობდეს, როცა არსებობს მონურ მორჩილებაში მყოფი პარლამენტი, რომელსაც შეუძლია, ჩვენი დახვრეტაც რომ გაიტანონ საკითხად, თამამად აწიონ ხელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთმანეთი. ჩვენ, ჟურნალისტები, ერთმანეთს არ ვტოვებთ, რახან არ გვყავს ხელისუფლება, რახან არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ დაგვიცავენ, ჩვენ დავიცავთ ერთმანეთს, ჩვენი მაყურებელი დაგვიცავს ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირებაა საჭიროა კიდევ ეფრთხელ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ეს ისედაც იცის ოლიგარქის ხელისუფლებამ, ქვეყნის გარეთაც დაინახონ, რომ ერთადერთი, რაც დარჩა ახლა გადასაყლაპი ოლიგარქის რეჟიმს, ეს არის დამოუკიდებელი მედია და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, - ამბობს მაკა ჩიხლაძე.
არ იქნება დამოუკიდებელი მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა და სამართალი - ეს არის მთავარი გზავნილი, რომლის გარშემოც დღეს მედიის წარმოამდგენლები ერთიანდებიან. მედიის სოლიდარობის მარში დღეს სტარტს ფილარმონიიდან აიღებს.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავისუფალი მედიის გაუქმება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ყველას დააზარალებს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პრემიერი
„შეიძლება, პოლიტიკაში მოსვლა მომიწიოს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ უკან დაბრუნება კვლავ მოუწიოს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა “ამჟამინდელი მდგო...

პოლიტიკა 13 წუთის წინ

გოცირიძე მეგი ღარიბაშვილი
„არ წახვიდე სიმამრიჩ, ნუ წახვალ ყროყინ ფაშ, ქვეყანას სჭირდები“ - მეგი გოცირიძე ღარიბაშვილზე  

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: ტყე, შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია  არ წახვიდე სიმამრიჩ, ნუ წახვალ ყროყინ ფაშ, ქვეყანას სჭირდები   

სოცმედია 22 წუთის წინ

ჯანგირაშვილი ღარიბაშვილი
„ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა“ - ნინო ჯანგირაშვილი ღარიბაშვილზე

ნინო ჯანგირაშვილი: ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა. საერთოდ არ არის საინტერესო სად იქნება და არც ღირს მაგის ხსენება, მაგრამ ერთი რამე უნდა ითქვას: ღარიბაშვილს სანქციების ხსენებაზე თა...

სოცმედია 25 წუთის წინ

კობახიძე ღარიბაშვილი
„მიზანშეწონილად არ ჩავთვალე... - რატომ არ ახსენა წასვლისას ღარიბაშვილმა კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ბრიფინგზე მადლობა 7-ჯერ გადაუხადა, ირაკლი კობახიძე საერთოდ არ უხსენებია. "პირველების" კითხვაზე, თუ რატომ არ ახსენა კობახიძე არცერთხელ, ღარიბაშვილმა თქვა,...

პოლიტიკა 27 წუთის წინ

წითლიძე ღარიბაშვილი
„გამოიყენეს, ქვეყნის ღალატში მონაწილეობა მიაღებინეს, ისტორიაში მოღალატის სახელი დაუმკვიდრეს... მოისროლეს... თავის გადარჩენა თუ უნდა, უნდა ილაპარაკოს“ - ანი წითლიძე ღრიბაშვილზე

ანი წითლიძე: ახლა წასვლა იყო როდესაც მთელი დიფ სთეითი "ებრძვის" ბატონ ბიძინას და ქვეყანას?რეალურად, გამოიყენეს, ქვეყნის ღალატში მონაწილეობა მიაღებინეს, ისტორიაში მოღალატის სახელი დაუმკვიდრეს, ამის საფ...

პოლიტიკა 28 წუთის წინ

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
გადამდგარმა ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა 7 ჯერ გადაუხადა

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც თანამდებობიდან გადადგა და თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის, გორგისლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს მადლობა 7 ჯერ გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“...

პოლიტიკა 38 წუთის წინ