1745307804
„ოკუპანტები სათვალთვალო სისტემით საქართველოს მაგისტრალს აკონტროლებენ“ - ირაკლი შაიშმელაშვილის სკანდალური განცხადება
პოლიტიკა • 15 აპრილი 18:46
ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო, - ასე აფასებს წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლას, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი,ნიკა მელია გადაცემა “რეაქციაში“.
მისი თქმით, “გახარია ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები.“
“ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია“, - ამბობს მელია.
ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო. გუშინდელი დღის დაიჯესტი თუ შეიძლება გაკეთდეს, ბატონი გახარია, ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები. ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა დავეკავებინე ვასილ მაღლაფერიძეს და რატომ უნდა შეეთანხმებინა პრემიერ მინისტრს ვასილ მაღლაფერიძესთან, მაკა ბოჭორიშვილთან, სუბართან და სხვებთან, ეს რა შუაში იყო.
ის რომ ეს გუნდი ასე იღებდა გადაწყვეტილებებს და პოლიტიკური პატიმრები 2019-20 წლებში არსებობდნენ და დღესაც ხომ არსებობს და არსებობს, ბევრმა ვიცოდით და ბევრმა არა. ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია. არც ის იქნება ჩემი ამოცანა, რომ მომავალში თავს დავესხა ქალბატონ ზურაბიშვილს ან ნებისმიერ წინა ხელისუფლების მეხოტბეს და დასაყრდენ ბურჯებს. ის რომ მე სამსაჯური სახელმწიფოს ვესროლე არის სიყალბე და ტყუილი, რაზედაც თანხმდებოდა გუშინდელი “ოცნების“ ორივე მხარე. მე ის სამაჯური ვესროლე ბიძინა ივანიშვილს და ოლიგარქიას. გამოწვევა სახელმწიფოს კი არა ოლიგარქიას გავუკეთე, რომელსაც ახლა თავად გახარია სამართლიანად აკრიტიკებს,-ამბობს მელია.
ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე მისვლას ვერ გააპროტესტებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება დასაფასებელია და მას ამის უფლება ჰქონდა.
“მან ეს ნაბიჯი გადადგა, არავის მორიდებია, წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, დადგე და იმ ადამიანებს ელაპარაკო, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ იერიში მოიტანეს შენზე“, - განაცხადა მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას.
მესმის გახარიასი, სპეციფიურ გარემოში იყო, სიტყვა არაერთხელ გაექცა, მაგრამ ის, რომ ამით ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდა ან მოხდებოდა, ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა. დასაფასებელია მისი გადაწყვეტილება, მან ეს ნაბიჯი გადადგა, არავის მორიდებია, წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, დადგე და იმ ადამიანებს ელაპარაკო, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ იერიში მოიტანეს შენზე. მას ამის უფლება ჰქონდა, ეს გააკეთა, მთავარია, იყოს გულწრფელი“, - განაცხადა მელიამ.
საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო...
პოლიტიკა • 22 აპრილი 14:45
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 22 აპრილი 14:42
საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელის ჩვენება სასამართლოზე - პროცესზე მისულმა სალომე ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციე...
პოლიტიკა • 22 აპრილი 14:27
მარიკა არევაძე: აი ამ ადამიანმა:- ჯერ სასამართლოს მითითების მიუხედავად ვერ გაუბედა პოლიციელებს და ვერ უთხრა რომ გასულიყვნენ საბას სხსომის დარბაზიდან;- შემდეგ საბას დედას ხელები უშალა;- ეზოში კი ჩემსკე...
პოლიტიკა • 22 აპრილი 13:52
სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია რეჟიმის ტყვის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა გ...
პოლიტიკა • 22 აპრილი 13:40
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით...
ბიზნესი & ეკონომიკა • 22 აპრილი 12:27
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა