"ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს" - ნიკა გვარამია

პოლიტიკა 8 აპრილი 5:04

გვარამია ღარიბაშვილი

"ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაცია აქვს და გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის.

 

ზუსტად გეუბნებით, ღარიბაშვილზე ამ შემთხვევაში, რომ მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს, რომ უცხოეთში არ წავიდეს. მას კომუნიკაცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იგი ინფორმაციასაც კი აწვდის. ცემაც, პასპორტის ჩამორთმევაც, ეს ყველაფერი სიმართლეა. ღარიბაშვილმა ამ ქვეყნიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა. ხვალ რომ გამოაჩინონ, რადგან დღეს მე და თქვენ ამაზე ვსაუბრობთ, არაფერს არ ნიშნავს. ეს კაცი ნაცემიც არის, მხარამოგდებულიც არის, პასპორტწართმეულიც არის და ტერორის ქვეშაც არის." - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოთავსების შესახებ "ტვ პირველის" ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2024 წლის 10 დეკემბერს ისაუბრა.

 

მოგვიანებით კი, "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში იწვა, ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ ექს პრემიერმა დაზიანებები ვარჯიშის დროს მიიღო.

ინფორმაციას, რომ "ქართულ ოცნებაში" ლიდერები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც ფლობდა. განცხადება გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" 2024 წლის 11 დეკემბერს გააკეთა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხათუნა სამნიძე
„გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა“ - ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე: უჰ, გამომწერეს მორიგი ოპერაციის მერე და სახლში ვარ ერთკვირიანი პალატაში მარტოობის შემდეგ  მადლობა კლინიკა ინოვა-ს უსაყვარლეს მედდებს და გამორჩეული პროფესიონალიზმის ქირურგ ირაკლი თოდუას...

სოცმედია 12 წუთის წინ

ლევან სანიკიძე
„დააკავეთ! და ამას აკეთებენ ქრისტეს, ქართველობის, კაცობის სახელით“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: - ქრისტე აღსდგა!- დააკავეთ!და ამას აკეთებენ ქრისტეს, ქართველობის, კაცობის სახელით.დღეს ბევრნი უნდა ვიყოთ რუსთაველზე

პოლიტიკა 19 წუთის წინ

დიტო სამხარაძე ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს და გულმხურვალე მხარდამჭერებს, გილოცავთ ჩვენთვის ყველაზე საამაყო დღეს“ - დიტო სამხარაძე

დიტო სამხარაძე: ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცებს და გულმხურვალე მხარდამჭერებს, გილოცავთ ჩვენთვის ყველაზე საამაყო დღეს!13 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად დააფუძნ...

სოცმედია 21 წუთის წინ

ორთოიძის მეუღლე
„ტროტუარზე იდგნენ შავებში ჩაცმული პოლიციელები, დაგვცინოდნენ“ - გიორგი ორთოიძის მეუღლე

აღდგომის ღამეს რუსთაველს გამზირზე დაკავებული გიორგი ორთოიძის მეუღლე სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ წერს. ნათია ბუკია ამბობს, რომ მეუღლე პოლიციამ ტროტურაზე დგომის გამო დააკავა, თუმცა ორთოიძეს სამართ...

პოლიტიკა 40 წუთის წინ

მაკრონი  რომის პაპი
„ბუენოს აირესიდან რომამდე, პაპს სურდა, რომ ეკლესიას სიხარული და იმედი მოეტანა“ - მაკრონი

ბუენოს აირესიდან რომამდე, პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას ყველაზე ღარიბთათვის სიხარული და იმედი მოეტანა, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა. დაე, ეს იმედი მის შემდეგაც მუდა...

მსოფლიო 45 წუთის წინ

მაჭარაშვილი
„გერმანიის ელჩი პირდაპირ ნაცმოძრაობის აქტივისტებში ჩაეწერა“ - გურამ მაჭარაშვილი

არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ ნაცმოძრაობის აქტივისტებში ჩაეწერა. ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია. გარდა ამისა, სხვათა შორის, ის იმასაც კადრულობს, რაც ნაცმოძრაობის ზოგიერთ წევრს...

პოლიტიკა 47 წუთის წინ