„გიორგი ჩიკვაიძესთან 2 პირი შევიდა, განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ - პაპიაშვილი

პოლიტიკა 22 მარტი 15:32

ჩიკვაიძე

 
მოშმშილე გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გლდანის ციხის კლინიკაში პატიმარზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი პაპიაშვილის განცახდებით, ადვოკატის წამოსვლის შემდგე, ჩიკვაიძესთან 2 პიროვნება შევიდა, რომელბიც პატიმარს ფსიქოლოგებად გაეცნენ და მასზე ზეწოლა განახორციელეს.

ჩიკვაიძს ბიზნესპარტნიორის თქმით, საუბრის თემა პოლიტიკური შეხედულებები იყო, რაც ფსიქოლოგების საქმიანობას არ წარმოადგენს.

 

რაც შეეხება გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობას, პატიმრის მეგობრის ინფორმაციით, მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პატიმარი კი შიმშილობას აგრძელებს.

 

მეგობრებო, 
გუშინ გიორგი გლდანის ციხის კლინიკაში მოინახულა ადვოკატმა. ადვოკატის წამოსვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება,  გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები.
მათ მოშიმშილე პატიმარზე  განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მათი საუბრის თემა იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, რაც არ წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგების საქმიანობის სფეროს.
ახლა, უკვე ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ არ გადაყავთ გიორგი მრავალპროფილურ კლინიკაში. 
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს და ის აგრძელებს შიმშილობას.
ინფორმაცია მოგვაწოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც მოინახულა  გიორგი. 
ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილია ოქმი", - წერს ირაკლი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში. 
დღეს ჩიკვაიძის შიმშილობის მეთერთმეტე დღეა.  ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.

 

პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე სკვერი
„აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია - ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.   ამის შესახებ მან ყოფი...

პოლიტიკა 19 წუთის წინ

გერმანია
გერმანია უკრაინას 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მისცემს

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა. პრეზდენტის გადაწყვეტილებითვე, მომდევნო 12 წლის განმავლობაში გერმანიაში ინფრ...

რუსეთ-უკრაინის ომი 24 წუთის წინ

კალაძე
„სტადიონზე რაც მოხდა ცუდი ფაქტი იყო, თუმცა,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს“ - კახა კალაძე

„არც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება და არც სტადიონზე შესვლა, სასიამოვნო ფაქტი არ იყო, თუმცა, ფეხბურთს მსგავსი მომენტები ახასიათებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.   ჟურნალის...

საზოგადოება 28 წუთის წინ

კახა კალაძე
„რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ - გინდ ჩაერთონ არჩევნებში,  გინდ - არა“ - კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერის განცხადებით, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.   როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხ...

პოლიტიკა 29 წუთის წინ

ქათამაძე
„18 დღეა რაც გამომწერეს "ვივა მედიდან" და წამოღებული მაქვს 5 ცალი კონტეინერი და ქილა მაწონი. ეს არის ის კვება, რასაც მაწვდიან“ - თემურ ქათამაძე

 თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის პროცესი მიმდინარეობს. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. კერძოდ, "ვივა მედის" ხელმღვანელი ნინო ნადირაძე ამტკიცებს, რომ ქათამა...

პოლიტიკა 30 წუთის წინ

სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი
„არმენოფობია ან შური ქართველებისადმი, ერთა შორის კონსოლიდაციის მაგივრად დაპირისპირების ხელშეწყობა იყო რუსული იმპერიალიზმის ტრადიციული ბერკეტი“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სოცქსელში წერს: ერძოდ არმენოფობია ან შური ქართველებისადმი, და ზოგადად კავკასიის სახელმწიფოთა და ერთა შორის კონსოლიდაციის მაგივრად დაპირისპირების ხელშეწყობა და პროვოცირება, მუდმივი კ...

პოლიტიკა 10:12