კაია კალასის საგანგებო განცხადება საქართველოზე

პოლიტიკა 8 აპრილი 6:53

კაია კალასი

"საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა"- ამის შესახებ უმაღლესმა ევროკომისარმა, კაია კალასმა ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ ვრცელ წერილში დაწერა.

 

წერილი კალასმა ევროკომისიის სახელით ევრო დეპუტატებს რამდენიმე საათის წინ გაუგზავნა.

ევროკომისარი ამბობს, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე პასუხისმგებლები არიან, გლობალური სანქციების დაწესებაზე მუშაობა გრძელდება.

გარდა ამისა, კალასი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის უზრუნველყოფით.

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, ევროკავშირმა მიიღო რიგი ზომები. ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა და ხელისუფლებისთვის დახმარება შეჩერებულია. ევროკავშირმა გააძლიერა თავისი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის და დამატებითი რესურსები ხელმისაწვდომი გახდა დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეჩერების შესახებ უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის.

2024 წლის 16 დეკემბრის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა შესთავაზა სანქციების დაწესება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ჩართულნი ან ასოცირდება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმების მიღწევა, დისკუსიები გრძელდება. ევროკავშირის სანქციების შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად საბჭოში წევრი სახელმწიფოების მიერ.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის უზრუნველყოფით, ხოლო ნდობის აღდგენის ყველა ვარიანტი უნდა იყოს შესწავლილი. ევროპის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშში ასახული რეკომენდაციები პრიორიტეტულად უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ"- წერია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩერგოლეიშვილი მწამებელი
„ეს მახინჯი წამების ხელშემწყობია, მწამებლის ნიშანი დაედება და მთელი ცხოვრება გაუმწარდება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი: ეს მახინჯი წამების ხელშემწყობია, მწამებლის ნიშანი დაედება და მთელი ცხოვრება გაუმწარდება - ვერც თვითონ, ვერც ამისი ოჯახი, ვერცერთ ნორმალურ სახელმწიფოში ვერ წავა, ონლაინ ვერ იშოფინგ...

სოცმედია 31 წუთის წინ

ტრამპი
მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას "ამერიკის ხმის" მაუწყებლობის განახლება და თანამშრომლების აღდგენა დაავალა

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა "ამერიკის ხმის, "რადიო თავისუფალი აზიისა“ და „ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ქსელების“ დახურვის მცდელობები შეაჩეროს. მოსამართ...

მსოფლიო 40 წუთის წინ

როსგვარდიის გენერალი
მოსკოვში როსგვარდიის გენერალი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულია როსგვარდიის ციფრული განვითარებისა და თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალი მიხაილ ვარენცოვი. რუსი გენერალი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, საქმის ზუ...

მსოფლიო 41 წუთის წინ

პაპაშვილი
"რას ფლობს პაპაშვილი, რომელმაც სკინტლი მილიონებად აქცია" – ფლანგვის დეტექტორის გამოძიება

"რას ფლობს ლაშა პაპაშვილი, რომელმაც სკინტლი მილიონებად აქცია" - ფლანგვის დეტექტორმა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ქონების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.   "მისი “რედიქსი” 100+ მლნ დოლარის აქტივებს მართავს.20...

ბიზნესი & ეკონომიკა 55 წუთის წინ

რომის პაპი
როგორი იყო პაპი ფრანცისკეს სიცოცხლის ბოლო საათები

Vatican News პაპი ფრანცისკეს სიცოცხლის ბოლო საათების შესახებ დეტალებს ავრცელებს.   წმიდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო პორტალის ცნობით, 20 აპრილის შუადღეს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ადამიანებ...

მსოფლიო 57 წუთის წინ

წულუკიანი კვიციანი
"ნათლიამ გენაცვალოს! "მდედრობითი სტალინი" - ემზარ კვიციანი თეა წულუკიანზე

"ნათლიამ გენაცვალოს! "მდედრობითი სტალინი" - წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში და თეა წულუკიანის ფოტოს აზიარებს

სოცმედია 4:34