„ხომ არის მაგარი "გამომძიებელი"? გამოიძიოს ვინ მოკლა თამაზ გინტური“ - გივი გინტური წულუკიანზე

პოლიტიკა 13 აპრილი 10:30

გინტური თამაზ

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა წულუკიანს ურჩევს, ჯერ მისი ძმის მკვლელობის საქმე გამოიძიოს. გივი გინტური ამბობს, რომ თამაზ გინტური რუსების წინააღმდეგ ყველა ომში იბრძოდა და ამიტომ, ოკუპანტებმა მისი ვინაობა კარგად იცნოდნენ. მისი თქმით, სწორედ "ოცნების" მთავრობამ გადასცა რუსეთს ქართველი მებრძოლების სიები.

 

ის კაცი გმირულად დაიღუპა და გმირის წოდება აქვს მინიჭებული და დარჩება გმირად. ვინც გინდა იყოს, რა კომისიაც გინდა, შეიქმნას, გინდა წულუკიანის კომისია იყოს ან არალეგიტიმურ მთავრობაში რამდენი კაციც გინდა გამოვიდეს, წულუკიანი ვერავის დააზიანებს. ამ დროში ჩემი ძმა, თამაზ გინტური სოფლის ეკლესიაში მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა, რატომ ამას არ იძიებს? ხომ არის მაგარი ქალი, მაგარი გამომძიებელი და კომისია აქვს შექმნილი, გამოიძიოს, გინტური თამაზი ვინ მოკლა.

ჩემი ძმა, თამაზ გინტური მარტო 2008 წლის ომის მონაწილე კი არ იყო, 90-იან წლებშიც იბრძოდა აფხაზეთში, მერე სამაჩაბლოში, მერე ისევ 2008 წლის ომი და იცნობდნენ, ვინც იყო. გადასცეს სიები რუს ოკუპანტებს ჩვენმა ვითომ მთავრობამ და ჩაუსაფრდნენ ჩემს ძმას ჩვენი სოფლის ეკლესიაში და ჩაცხრილეს საკუთარ მანქანაში, - ამბობს გივი გინტური. თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი 18-21 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე...

საზოგადოება 17 აპრილი 11:11

უგულავა
"უდავოა, ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან. მათთვის ყველაფერი ჩინურია" - გიგი უგულავა

"ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური - ყველაფერი რაზეც ვამბოთ - მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის. ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიც...

სოცმედია 17 აპრილი 10:40

გიორგი ფოფხაძე
"იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ" - გიორგი ფოფხაძე

"რა იყო, რა ხდება, "იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ, გვანჯოუს "ლევი ტავარის" ფაბრიკებთან გაჭრა "კანალი"?.. აბა რა ჩინურის სწავლა და ჩინეთზე "გაპოჭოჭოკინება" დეეიწყოთ ? არა ნ...

სოცმედია 17 აპრილი 10:30

წითელი კვერცხი
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრის...

ეს საინტერესოა 17 აპრილი 10:21

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. "აღდგომის დღე...

საზოგადოება 17 აპრილი 10:10

გვარამია
"და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს..." - ნიკა გვარამია

"განათლების სამინისტრო სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინურის შემოტანას აანონსებს. და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს, ჩინური ტერაკოტას ჯარისკაცები ჩამოაქვს თუ ოჩამჩირელი კაცი რომ იყო, მეგრულს რომ...

სოცმედია 17 აპრილი 10:10