„კოორდინაციის ფარგლებში, კომისიაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება შედგა ჩემი დასტურით, პარტიაში არ გვიმსჯელია... სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი“ - დიმიტრი ცქიტიშვილი

პოლიტიკა 15 აპრილი 14:26

დიმიტრი ცქიტიშვილი

 პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ, მისი მონაწილეობითა და დასტურით შედგა პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმატში შეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ  ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა. ცქიტიშვილი თვლის, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი.

"მინდა ჩემი მხრიდან  განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში.კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.თუმცა, ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი, და ვწუხვარ თუ ამით კოორდინაციის ფორმატი  დავაზიანე.მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი." წერს გახარიას პარტიის წევრი, რომლის ლიდერიც, გუშინ, 14 აპრილს წულუკიანის კომისიაზე გამოკითხეს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი ტრამპი
ზელენსკი და ტრამპი პაპის დაკრძალვის ცერემონიამდე რომში შეხვდნენ - მედია

Sky News-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიამდე რომში შეხვდნენ. გამოცემა ინფორმაციას ვატიკანის წყაროებზე დაყრდნობით...

რუსეთ-უკრაინის ომი 16 წუთის წინ

გელა ხასაია
"ჩემ თავზე წუწუნის უფლება არც კი მაქვს, ქვეყანაში გვყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი" - გელა ხასაიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა

ჩემ თავზე წუწუნის უფლება არც კი მაქვს, ქვეყანაში გვყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი, რომლებმაც არ იციან როდის დატოვებენ იმ 4 კედელს რომელშიც გამოკეტა რეჟიმმა. - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრ...

პოლიტიკა 17 წუთის წინ

რომის პაპი 1
რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს - ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი

რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენეს  და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს - რომის პაპისთვის პატივის მისაგებად  ვატიკანში ახლა ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან მსოფლიო ლიდერ...

მსოფლიო 19 წუთის წინ

მოსეშვილი
„დღეიდან, საქართველოსა და იტალიის დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდებიან“ - ლევან მოსეშვილი

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“  თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სანავიგა...

ბიზნესი & ეკონომიკა 50 წუთის წინ

ზურაბიშვილი მსოფლიო პატრიარქი
მეხუთე პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქთან ერთად - ზურაბიშვილი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთად რომში - მეხუთე პრეზიდენტი დღეს რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა რომი და ვატიკანია - დღეს...

პოლიტიკა 52 წუთის წინ

7 წლის ბავშვზე ძალადობა
სადისტური ძალადობა 7 წლის ბავშვზე - რას ამბობენ სოფელში, სადაც პოლიციამ მომხდარზე დედა და ბებია დააკავა

სამეგრელოში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დედა და ბებია ბრალის წარდგენას ელოდებიან - სოფელში კი სადაც საზარელი ფაქტი მოხდა, "პირველებს" უყვებიან, რომ დაინახეს, როგორ მივიდა პოლიცია მე...

კრიმინალი 7:34