„ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ ივანიშვილის უსაფუძვლო გამდიდრება სერიოზულ საკითხს წარმოადგენს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება“ - "ომეგა ჯგუფი"

პოლიტიკა 12 აპრილი 9:53

ზაზა ოქუაშვილი

„ქართული ოცნება“ ფეიკ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან - ამის შესახებ განცხადებას "ომეგა ჯგუფი" ავრცელებს.

"ომეგა ჯგუფი" ინფორმაციით, ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ ივანიშვილის უსაფუძვლო გამდიდრება სერიოზულ საკითხს წარმოადგენს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება.

„ქართული ოცნება“ ფეიკ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან და თითქოს სასამართლომ ოქუაშვილის მტკიცებულებები ფალსიფიცირებულად მიიჩნია.

სინამდვილეში კი, ლონდონის სასამართლომ 2025 წლის 7 აპრილს მიღებულ განჩინებაში, რომელიც უკავშირდებოდა განსჯადობას (იურისდიქციას), მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანა ივანიშვილის შესაძლო უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოადგენს სერიოზულ საკითხს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება.

მოსარჩელეთა მიერ დოკუმენტების დამატებითი ჩაბარების შემდეგ, ლონდონის სასამართლოში განახლდება სარჩელის განხილვა ივანიშვილის წინააღმდეგ.

 

ოქუაშვილის სასამართლო პროცესი ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში გრძელდება"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს „ქართული ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ირწმუნებოდა, რომ ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა, სასამართლომ კი წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი 18-21 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე...

საზოგადოება 17 აპრილი 11:11

უგულავა
"უდავოა, ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან. მათთვის ყველაფერი ჩინურია" - გიგი უგულავა

"ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური - ყველაფერი რაზეც ვამბოთ - მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის. ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიც...

სოცმედია 17 აპრილი 10:40

გიორგი ფოფხაძე
"იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ" - გიორგი ფოფხაძე

"რა იყო, რა ხდება, "იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ, გვანჯოუს "ლევი ტავარის" ფაბრიკებთან გაჭრა "კანალი"?.. აბა რა ჩინურის სწავლა და ჩინეთზე "გაპოჭოჭოკინება" დეეიწყოთ ? არა ნ...

სოცმედია 17 აპრილი 10:30

წითელი კვერცხი
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრის...

ეს საინტერესოა 17 აპრილი 10:21

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. "აღდგომის დღე...

საზოგადოება 17 აპრილი 10:10

გვარამია
"და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს..." - ნიკა გვარამია

"განათლების სამინისტრო სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინურის შემოტანას აანონსებს. და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს, ჩინური ტერაკოტას ჯარისკაცები ჩამოაქვს თუ ოჩამჩირელი კაცი რომ იყო, მეგრულს რომ...

სოცმედია 17 აპრილი 10:10