1743565011
„აგროჰაბის ბობოლა ქოცკლიენტურამ იკითხეთ, თორემ ჩვენ, ნაცები, ისედაც კაცის რძეს ვეძალებით“ - მეგი გოცირიძე
პოლიტიკა • 29 მარტი 16:55
სინდისის პატიმრების მოსამართლის, ირაკლი შვანგირაძის სკანდალური წარსული - ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს 2019 წელს ვანში მომხდარი ფაქტის შესახებ აწვდის ინფორმაციას - მაშინ შვანგირაძე სამტრედიის რაიონის პროკურორი იყო.
"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 11 იანვარს პროკურორი შვანგირაძე საახალწლო სუფრაზე ვანის ცენტრში მდებარე რესტორანს ეწვია. "მასპინძელოში" ქეიფობდა, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა დვალიშვილიც.
წყარო ამბობს, რომ რესტორან "მასპინძელში" ძალოვნებს შორის ქუჩური წესით საქმის გარჩევა მოხდა და ერთმანეთი სცემეს. საბოლოოდ, პროკურატურის თანამშრომლებს პოლიციელებმა უჩივლეს. მაშინ ამბავი იმდენად რეზონანსული იყო, რომ ორივე უწყებამ ჩხუბში მონაწილე მათი თანამშრომლები სამსახურიდანაც კი დაითხოვა.
დგინდება, რომ 2019 წლის 11 იანვარს "მასპინძელში" გამართულ წვეულებას ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები, კობა დვალიშვილი იგივე "ბონდოევიჩი", სერგო ადეიშვილი, სამტრედიის მაშინდელი პროკურორები გრიგოლ კეზევაძე და ირაკლი შვანგირაძე ესწრებოდნენ.
"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, დაპირისპირება სამტრედიელ პროკურორებსა და ვანის კრიმპოლის შეფს შორის სუფრის დასრულების შემდეგ დაიწყო, ჩხუბი კი რესტორნის გარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ასევე დგინდება, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი მხოლოდ მეორე დილით, 12 იანვარს დაათვალიერეს. 112-ში კრიმპოლის შეფმა კობა დვალიშვილმა დარეკა. რესტორნის თანამშრომლების თქმით ბოთლი კრიმპოლის შეფის მიმართულებით პროკურორებმა ისროლეს.
ირაკლი შვანგირაძე ბიოგრაფიული მოცემებში უთითებს რომ პროკურორის პოსტი 2019 წელს დატოვა და საქმიანობა საადვოკატო ფირმა ვეტოში გააგრძელა.
"შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ კრიმინალური გარჩევა პროკურორებს და მოსამართლეებს შორის ერთ ერთ სისხლის სამართლის სამქზე მოხდა.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...
პოლიტიკა • 17:15
მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...
პოლიტიკა • 17:12
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას ქონებრივ მდგომარეობაზე ი...
პოლიტიკა • 17:10
"ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...
პოლიტიკა • 17:05
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
პოლიტიკა • 15:27
სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...
პოლიტიკა • 15:25
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა