„მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთიდან თანხების მიღება ვერ მოხდება და ეს სწორი გადაწყვეტილებაა“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 8 აპრილი 12:10

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებაზე მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო, დაკავშირებულია ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობის აღკვეთასთან.

 

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

 

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა ბოლო წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობის გამო. თქვენ იცით, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თანხებს იღებდა არაგამჭვირვალედ. ეს ყველაფერი იფუთებოდა. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით იყო ერთი ასეთი შემთხვევა და ამ დროს რეალურად მიმდინარეობდა ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, „კანვასი“ იყო თუ არ ვცდები, არ მინდა შემეშალოს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთიდან თანხების მიღება ვერ მოხდება და ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე შეფასებით, ე.წ. დიფ სთეითი შეეცდება, იპოვოს ახალი გზები იმისთვის, რომ ქვეყანაში თანხები შემოიტანოს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოახმაროს.

 

„რაც შეეხება თანხების მიღებას, USAID-ისა და NED-ისგან თანხების შემოტანა ვერ ხდება, მაგრამ „დიფ სთეითი“ იპოვის ახალ გზებს, რითაც ეცდება, რომ ქვეყანაში თანხები შემოვიდეს, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოხმარდება. იცით, რომ „დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა. ის არსებობს და ღრმა ფესვები აქვს გადგმული არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი. ბევრს არ სჯეროდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა პრიორიტეტად სწორედ „დიფ სთეითის“ დამარცხება გამოაცხადა და ვნახოთ, როგორ მიიყვანს ბოლომდე ამ დაპირებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 19 აპრილი 20:23

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 19 აპრილი 19:55

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 19 აპრილი 19:50

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 19 აპრილი 11:44

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 19 აპრილი 11:27

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 19 აპრილი 11:24