ნადიმ ხმალაძეს მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - მებრძოლს აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა

პოლიტიკა 5 აპრილი 17:22

ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

 

ფინანსური სანქციების საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა. როგორც ხმალაძე "პირველებთან" ამბობს, აღსრულების ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა და მიიღო განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის განმავლობაში ჯარიმებს არ გადაიხდის, მის ქონებას აუქციონზე გაიტანენ.

 

აღსრულების ბიურომ დამიყადაღა ანგარიშები, მოვიდა დადგენილება, რომ თუ ნებაყოფლობით არ გადაიხდი 7 დღის განმავლობაში, აუქციონზე გაიტანენ ქონებას. ყველა მეუბნება გაასაჩივრეო. ვასაჩივრებ, მაგრამ სამართალი და სასამართლო არ არის ამ ქვეყანაში. ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს, თუნდაც ის ინფორმაცია რომ გადასცეს რუსეთს, შემდეგ დონეცკმა რომ მომისაჯა 14 წელი. შევედი, წავიკითხე, იმისთანა საშინელებები უწერიათ... ისეთი ინფორმაციები აქვთ ამათ მიწერილი... ეს ყველაფერი ერთ ჯაჭვში განიხილება, ერთი რგოლია". - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“ - კობახიძე

რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერ...

პოლიტიკა 14:19

მაკკლირი ივანიშვილი
„სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ“ - მაკკლირი

დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება.   ლიბერალ-დემოკრატთა პარტ...

პოლიტიკა 14:02

სასულიერო პირი
"არტისტობას ნუ მასწავლით... ეს გზის გადაკეტვა რა არის?" - სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილშ...

პოლიტიკა 13:57

კობახიძ წულუკიანი
„ეს არის ობიექტური მოცემულობის გახმოვანება“ - ივანიშვილის კობახიძე ივანიშვილის წულუკიანის განცხადებაზე

 "ქართული ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა". რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკა...

პოლიტიკა 13:56

ნიკა გვარამია წულუკიანი
„ბოროტი ქიშმიში“ - ნიკა გვარამია წულუკიანზე

ნიკა გვარამია: ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება.ბოროტი ქიშმიში

სოცმედია 13:26

წულუკიანი მიქანაძე
„თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ - გივი მიქანაძე

თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმც...

პოლიტიკა 13:22