ოხანაშვილმა მოადგილეები წარადგინა - ლილუაშვილის მოადგილეებმა პოსტები ვერ შეინარჩუნეს

პოლიტიკა 5 აპრილი 16:35

ოხანაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გელა გელაძე და ლევან ხარანაული.

 

ირაკლი ბერაია მეათე მოწვევის პარლამენტის წვერი იყო “ქართული ოცნებიდან”. ის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2024 წლის აპრილში ის დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

გელა გელაძე ოთხი თვის წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, მანამდე ის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. უფრო ადრე იყო მანდატურის სამსახურის უფროსი. 2016-2018 წლებში გელაძე კრიმინალურ პოლიციაში, 2012-2016 წლებში კი პრობაციის სააგენტოში მუშაობდა.

რაც შეეხება ლევან ხარანაულს, ის ოხანაშვილის მოადგილე იყო მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.

სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილეებიდან თანამდებობა ვერცერთმა ვერ შეინარჩუნა. ლილუაშვილის ოფისში პირველი მოადგილის პოსტს ალექსი ბატიაშვილი იკავებდა. ასევე ლილუაშვილის მოადგილეები იყვნენ შენგელი ფიცხელაური, გიგა ნიკოლეიშვილი და ლევან ახობაძე.

თავად გრიგოლ ლილუაშვილს რეგიონების განვითარების მინისტრად დანიშვნას უპირებდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ამ პოსტზე პაატა გულედანი წარადგინეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უიტკოფი პუტინი
უიტკოფის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის მოკლე გზა უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთისთვის გადაცემაა

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს მოსკოვის გზავნილები გადასცა. სააგენტო Reuters აშშ-ს ორ ოფიცია...

რუსეთ-უკრაინის ომი 4 წუთის წინ

გიორგი თავდგირიძე
„პატარა კაცია ივანიშვილი, ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს“- პოლკოვნიკი თავდგირიძე

პატარა კაცია ივანიშვილი, დიდი ქონებით, მაგრამ ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს - ასე ეხმაურება წულუკიანის სკანდალურ განცხადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, ჯგუფი “ფარ...

პოლიტიკა 6 წუთის წინ

წულუკიანი
„წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები“ - ნანუკა ჟორჟოლიანი დახვრეტილთა სიას აქვეყნებს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები.1. ბადრი ვახტანგის ძე მაწონაძე2. კიკუშა ჯვებეს ძე გრიგოლავა3. სულიკო ყარამანის ძე ცეცხლაძე4. რომული ლეონიდის ძე გოგისვანიძე5....

სოცმედია 50 წუთის წინ

ხაბეიშვილი ლევანა
„ანწუხელიძის სახელით უნდა დავასრულოთ საოკუოპაციო-მტრული, ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი საქართველოში“ - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი: კისერის მოგრეხვა და სამშობლოს, ხალხის ღალატისთვის სათანადო პასუხია გასაცემი ანწუხელიძის სახელით უნდა დავასრულოთ საოკუოპაციო-მტრული, ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი საქართველოში ბედავს და...

პოლიტიკა 53 წუთის წინ

შეკრება
დღეს, 12 აპრილს, 15:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია სახელად - "ანწუხელიძე უკვდავია" ჩაინიშნა

დღეს 12 აპრილს 15:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია სახელად "ანწუხელიძე უკვდავია" ჩაინიშნა 

პოლიტიკა 55 წუთის წინ

წულუკიანი შატაკიშვილი
„სამასი არაგველი ერეკლეს პიარს შეეწირა ხო, შე, ნატა ვაჩნაძესაეფ ლამაზო?!“ - ჟურნალისტი რეზო შატაკიშვილი წულუკიანს

ჟურნალისტი რეზო შატაკიშვილი წულუკიანს: სამასი არაგველი ერეკლეს პიარს შეეწირა ხო, შე, ნატა ვაჩნაძესაეფ ლამაზო?!

სოცმედია 58 წუთის წინ