1743519261
„ლაშა, უუუწმინდესის კურთხევით აჭმევდი სკინტლს ძროხებს?” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე
პოლიტიკა • 29 მარტი 10:48
ელენე ხოშტარიას წერილი იზოლატორიდან - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გუშინ პარლამენტთან დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.
ოპოზიციონერი წერს, რომ მას დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანება პოლიციელებმა - ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა მიაყენეს.
როგორც ხოშტარია ამბობს, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღმსი იზოლატორში, როდესაც მისი თქმით, ძალით, უკან შუკრეს ხელები.
ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს - წერს ელენე ხოშტარია წერილში.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა ადამიანისთვის ღირსების შემლახავია და სენსიტიურია.
ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების ან შემთხვევების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი.
ამასთანავე, ამჯერად გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, ჩემი დაკავების დროს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მე თუ ასე მომექცნენ, უამრავ ადამიანს კიდევ უფრო უარესად შეიძლება მოეპყრონ. ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, საჯაროდ საუბარი სოლიდარობა და ერთმანეთის დაცვა არის ბრძოლის იარაღი.
მოკლედ, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.
კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი. აქაც მაგრად ვაწვალე, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა.კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემს თავზე გესაუბრებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქმეს ასე სჭირდება და ჩემს პირად დისკომფორტს გადავაბიჯე.კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია.მადლობა მხარდაჭერისთვის!", - წერს ხოშტარია წერილში, რომელსაც "დროა" სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეგახსენებთ, გუშინ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულთ შორის არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია. ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...
პოლიტიკა • 15:35
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...
პოლიტიკა • 14:55
დეკანოზი ილია ჭიღლაძე რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება: ,,ჯაან მორჭმუნე და ჯაან ეკლეშიური ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თურმე თავის ძროხებს ქათმის სკინტლს (ანუ ნაკელს) აჭმევდა და დაიხოც...
სოცმედია • 14:54
ბოსნიელი სერბების ლიდერი მილორად დოდიკი მოსკოვში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სარაევოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საერთაშორისო დაკავების ორდერის – "წითელი ცირკულარის" – გამოცემა მოითხოვა. დოდიკი, რომელიც...
მსოფლიო • 14:52
მოსწავლეების რჩეულ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში ბავშვების საყვარელი საჩუქრების კამპანია ბრუნდება! თუკი მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ sCoolApp-ი, აპლიკაციაში დარეგისტრირდებიან, საჩუქრად sCool Car...
ბიზნესი & ეკონომიკა • 14:50
საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას...
პოლიტიკა • 14:48
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა