"ოცნებას" ევროპული სტრუქტურები ბიძინას დუქანი ჰგონია“ - ზურა ჯაფარიძე

პოლიტიკა 8 აპრილი 12:09

ზურა ჯაფარიძე

"ოცნებას" ევროპული სტრუქტურები ბიძინას დუქანი ჰგონია, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე "ოცნების" დელაგაციის გადაწყვეტილებას, არ იმუშაოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შანსი იმის, რომ ივანიშვილის გუნდი ევროსაბჭოში დაბრუნდეს, აღარ არსებობს.

 

ევროსაბჭოს წევრობა ქვეყანას აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. მათ შორის, ერთ-ერთი ვალდებულებაა ის, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს განაცხადაი საპარლამენტო ასამბლეამ გააკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წულუკიანმა განაცხადა, რომ ისინი წყვეტდნენ საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობას, დასწრებაზე როცა ითამაშა. ეს ასეა, მაგრამ როგორც რეჟიმისთვის არის პარლამენტი ბიძინას დუქანი, ასე წარმოუდგენიათ, რომ ევროპული ინსტიტუტებიც არის დაახლოებით ეგეთი სტრუქტურები, სადაც შეუძლიათ, როცა უნდა მივიდნენ, როცა უნდათ, წავიდნენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არცერთი პირობა, რომელიც ჩადებული იყო წინა რეზოლუციაში, ცხადია, შესრულებული არ არის, პირიქით, ქვეყანამ დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ბევრად უკან დაიხია, ამიტომ შანსი, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ისინი დაბრუნდნენ და იქ რამეში მიიღონ მონაწილეობა, გამორიცხულია, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 
შეუჩერებენ თუ არა "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილებას ევროსაბჭოში - მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილი ხუთშაბათს გახდება.

 

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "ოცნებამ" ევროპარლამენტის ევროსაბჭოს რეზოლუცია არ აღასრულა. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილს გუნდს პოლიპატიმრები გაეთავისუფლებინა და ახალი არჩევნები ჩაენიშნა, საპარლამენტო საქმიანობაზე უარი განაცხადა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინა ნატო
„დაუყოვნებლივ მიიწვიეთ უკრაინა ნატოში, დაუყოვნებლივ ჩამოართვით რუსეთს გაყინული აქტივები“ – 7 ქვეყნის განცხადება

უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აშშ-ს მოუწოდებენ, არ წა...

რუსეთ-უკრაინის ომი 6 წუთის წინ

მირცხუალავა ღარიბაშვილი
„ღარიბაშვილზე ბედნიერი ადამიანი დღეს საქართველოში არა მგონია ვინმე იყოს“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მორცხულავა: სამჯერ ვუყურე ბრიფინგს... ღარიბაშვილზე ბედნიერი ადამიანი დღეს საქართველოში არა მგონია ვინმე იყოს. ახლა ისაა საკითხავი, კობახიძე ამ დემონსტრაციულ ვერ ატანას თუ ზიზღს საჯარო...

სოცმედია 11 წუთის წინ

სადაზვერვოს მოადგილის შვილია
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის შვილი რუსეთის ჯარში იბრძოდა და უკრაინაში მოკლეს

რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა და დაიღუპა პირი, რომლის დედაც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილეა ციფრულ ინოვაციებში. მედიის ინფორმაციით, 21 წლის მაიკლ გლ...

რუსეთ-უკრაინის ომი 16 წუთის წინ

დაკავება თავისუფლებაზე
ვიდეო: თავისუფლების მოედანზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა

თავისუფლების მოედანზე პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ვიდეოს თვითმხილველი ავრცელებს. კადრბში ჩანს, როგორ ტენის ძალის გამოყენებით პოლიციელი ახალგაზრდას მანქანაში.   სხვა დეტელბი ამ ეტაპზე უცნობია...

შემთხვევა 21 წუთის წინ

ვარიკოზი
ვარიკოზის მოვლა ორთოპედიული საშუალებებით

ვარიკოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ქვედა კიდურებში ვითარდება. მისი სიმპტომები საკმაოდ შემაწუხებელია და ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტს უქმნის. ეს სიმპტ...

ჯანმრთელობა 23 წუთის წინ

კსირის ტლივილი
რამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი ძილის დროს?

თუ ღამით ვერ პოულობთ კომფორტულ პოზიციას და მუდმივად ტრიალებთ, დიდია ალბათობა, რომ დაძინება გაგიჭირდეთ. არასტაბილური ძილის რეჟიმი კი ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე და შეიძლება სხვადასხვა პრობლემის გ...

ჯანმრთელობა 24 წუთის წინ