1744438261
„წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები“ - ნანუკა ჟორჟოლიანი დახვრეტილთა სიას აქვეყნებს
პოლიტიკა • 5 აპრილი 17:23
ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება.
ირაკლი კირცხალია
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კომპანიამ ააშენა და ბინებიც გაყიდა. თავდაპირველად კორპუსი რვა სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა აშენდა თერთმეტი.
ტერიტორია გობრონიძის ქუჩაზე, სადაც "ქართული ოცნების" წევრმა საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა, სახელმწიფო საკუთრება იყო. 2021 წელს ქონების მართვის სააგენტომ მიწა გასაყიდად 942000 ათას ლარად გამოიტანა. აუქციონი არ შედგა. ამის შემდეგ უკვე 2022 წლის მაისში, ეკონომიკის სამინისტრომ კორპუსების ასაშენებელი მიწა, ნახევარ ფასად გაყიდა. ამ დროს ირაკლი კირცხალია უკვე "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში იყო. ქონება სახელმწიფოსგან ჯერ შუამავალ კომპანიაზე გადაფორმდა, ხუთ თვეში, 2022 წლის 17 ნოემბერს კი ირაკლი კირცხალიას კომპანიაზე. შუამავალი კირცხალიას მამის ბიზნეს პარტნიორი იყო, მიწა მერიისგან 473 ათას ლარად სწორედ მან შეიძინა და ხუთ თვეში იგივე მიწა დაახლოებით ხუთჯერ უფრო ძვირად, ირაკლი კირცხალიას მიჰყიდა.
ირაკლი კირცხალიამ სამთავრობო ბენეფისებით ისარგებლა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილშიც.
მთაწმინდაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმროც ირაკლი კირცხალიას საკუთრებაა. კაფე გალერეაზე მშენებლობის უფლება კირცხალიას ასევე კახა კალაძემ, სპეციალური ბრძანების გამოცემით, 2022 წლის 26 იანვარს მისცა.
გოდერძი ჩანქსელიანი
ჩანქსელიანი ოფიციალური მილიონერია - მისი და მისი ოჯახის წევრების ბიზნეს აქტივები 50 მილიონს აჭარბებს. შევარდნაძის ხელისუფლების დროს ის ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი იყო. სააკაშვილის მმართველობის დროს ბიზნესში წავიდა, ივანიშვილის მმართველობის დროს კი პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ყველაფერი ფქვილისა და პურის ბიზნესით დაიწყო, ახლა უკვე ქვეყნის დეველოპერული ბაზრის ერთ ერთი მსხვილი მოთამაშეა.
საცხოვრებელ კომპლექსს "გლდანი ინნ"-ს მეტრო "ახმეტელის" მიმდებარედ, გოდერძი ჩანქსელიანი აშენებს. ინნდეველოპმენტ გლდანის ერთ-ერთი მეწილე, რუსეთის მოქალაქე და უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია.
ირკვევა, რომ ოცნების ხელისუფლებამ, ოცნებისვე დეპუტატს სოლიდური ჯარიმები, 2 600 000 ლარი ბევრილი ჯგუფის, 2 800 000 ლარი კი გრანდე ჯგუფის შემთხვევაში, უბრალოდ ჩამოაწერა.
ბიძინა წაქაძე - ბეჟან წაქაძის შვილი
ლაღიძის ქუჩაზე მდებარე ტერიტორიაზე კორპუსს ბეჟან წაქაძის შვილის კომპანია აშენებს. მშენებლობის დაწყებამდე, სანაპიროდან კარგად ჩანდა აგურის უძველესი კედელი, რომელიც მე-19 საუკუნის შუა პერიოდით იყო დათარიღებული. ისტორიული ფრაგმენტი, ბეჟან წაქაძის შვილის კომპანია ,,ნიუ ჰაუსმა’’ ერთ ღამეში დაანგრია.
კახა კალაძემ საკუთარ თანაგუნდელს, ფაქტობრივად 6 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უფლება მისცა. თბილისის უძველეს უბანში, წაქაძის კომპანიას, პირვანდელი შენობის პარამეტრებზე, კიდევ 2 სართულისა და ტერასის დაშენება შეუძლია.
ანტონ ობოლაშვილი
დეპუტატის კომპანია ორ 17 სართულიან საცხოვრებელი კომპლექსს აშენებს საბურთალოს შუაგულში. 2000 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი უკვე დასრულებულია.
ირკვევა ისიც, რომ ახლა ანტონ ობოლაშვილმა უფრო მასშტაბური მშენებლობა დაიწყო. "ოცნების" დეპუტატი ამჯერად კიდევ უფრო გრანდიოზულ პროექტს - 22 სართულიან ,,ველიტა ქავთარაძეს’’შეეჭიდა.
შოთა ბერეკაშვილი
ნაფეტვრებში 103 443 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებსა და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიას თანასაკუთრებაში გადაეცათ, 2023 წელს გაიმიჯნა და ამ კეთილშობილური საქმიდან დაზარალებულებს მხოლოდ 22 378 კვ მეტრი და მიწისქვეშა ბინები ერგოთ, დარჩენილი ფართების დიდი ნაწილი კი ისე მოხდა, რომ 2023 წლის ნოემბრიდან შოთა ბერეკაშვილის კომპანიაზე გაფორმდა. სავარაუდოდ ოცნების დეპუტატის განკარგულებში გადავა 81 065 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიც.
მოპოვებულია ბერეკაშვილის კუთვნილი ,,თეთრი კვადრატის,’’ 2022 წლის 14 ივლისის განცხადება, სადაც წერია, რომ დანელიას 12 ნომერში საცხოვრებელ ბინებს ყიდიან. არადა "შაბათის ეთერის" ხელშია დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის საკრებულომ, მხოლოდ 2022 წლის 7 ოქტომბერს ანუ ამ განცხადებიდან 3 თვის შემდეგინჯი დაამტკიცა, რომ მითითებულ მისამართზე სპორტკომპლექსის ნაცვლად, საცხოვრებელი ბინა იქნებოდა.
გოჩა ენუქიძე
ტერიტორია ცირკისა და გმირთა მოედნის მიმდებარედ, ოცნების მორჩილ გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის. მის კომპანიას "არქი რივერსაიდს" აქაც კორპუსის ჩადგმა უნდა.
ილია ინჯია - ფრიდონ ინჯიას შვილი
ინჯიებისთვის შეცვალეს ლანდშაფტური ზონის სტატუსი. ივანიშვილის ერთგული მამა-შვილისთვის დაამატეს სასტუმროს ტიპის ნაგებობას, აპარტამენტების ნებართვაც.
ისკო დასენის შვილი
1 კვირის წინ, თბილისს კიდევ ერთი 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შეემატა. ბაგებში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს აშენებული კომპლექსი, კომპანია "მეტროპოლს" ეკუთვნის. თავად კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ისკო დასენის შვილია.
"მეტროპოლი" 2022 წელს, დასენის დეპუტატობისას დაფუძნდა და უკვე ქვეყნის მასშტაბით 7 პროექტს ახორციელებს. ბაგები, ლისი, ქავთარაძე, ორთაჭალა, "მეტროპოლ კუბი" და "მეტროპოლ ოვალი". ბათუმში ისკო დასენთან დაკავშირებული კომპანია ახლა უკვე 300 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაშიც ერთვება. მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. თუმცა არც ეს არის ყველაფერი. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დასენების ფირმა, კიდევ ერთი მშენებლობის წამოწყებას, მთაწმინდის ფერდზე აპირებს.გიორგი ბარვენაშვილიშაბათის ეთერის მიერ, მერიიდან მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მისმა კუთვნილმა კომპანიამ, ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე, ნაკვეთების გაერთიანების პროცედურა დაიწყო.
რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერ...
პოლიტიკა • 14:19
დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება. ლიბერალ-დემოკრატთა პარტ...
პოლიტიკა • 14:02
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილშ...
პოლიტიკა • 13:57
"ქართული ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა". რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკა...
პოლიტიკა • 13:56
ნიკა გვარამია: ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება.ბოროტი ქიშმიში
სოცმედია • 13:26
თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმც...
პოლიტიკა • 13:22
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა