რა იგულისხმება "დანაშაულის შემცველ ქმედებებში" და რა გახდა ფონდების დაყადაღების საფუძველი - პროკურორის პირველი კომენტარი

პოლიტიკა 19 მარტი 7:19

პროკურორი

პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ 5 საქველმოქმედო ორგანიზაცია დააყადაღა. დოკუმენტში ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია. მათ შორის არის ეპიზოდი, სადაც საქველმოქმედო ფონდებს საგამოძიებო უწყება დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებაში ადანაშაულებს, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, მრავალწლიანი პატიმრობით ისჯება.

პროკურორი, რომლის მიმართვის საფუძველზეც მოსამართლემ ფონდების დაყადების განჩინება გასცა, ლაშა კოტრიკაძეა, მოსამართლე, კი, რომელმაც პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მზია გარშაულიშვილია.

 

ლაშა კოტრიკაძეს დღეს "პირველები ესაუბრა და ჰკითხა, რა იგულისხმება "დანაშაულის შემცველ ქმედებებში" და რა გახდა ფონდების დაყადაღების საფუძველი. დეტალებზე საუბრისგან პროკურორი თავს იკავებს. კოტრიკაძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ  შუამდგომლობა გაცილებით მოცულობითია.

პროკურატურამ რაც გაავრცელა განცხადება, რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი არ წერია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ძირითადი დასაბუთება არის იქ. არასერიოზული ლაპარაკი, რომ ლობიანებს და ხაჭაპურებს ყიდულობდნენ და ფონდს ამიტომ დაედო ყადაღა, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? როცა სასამართლოს მივმართეთ, ის შუამდგომლობა გაცილებით მოცულობითია და იქ ყველაფერი არის დასაბუთებული. შუამდგომლობა რომ საფუძვლიანი არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამას სასმართლო არ გაიზიარებდა არ დააკმაყოფილებდა, - ამბობს კოტრიკაძე სატელეფონო საუბარში. 
არის თუ არა შესაძლებელი, რომ ფონდების ხელმძღვანელები დააკავონ, კოტრიკაძე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ამას გამოძიება აჩვენებს.

ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და რა უნდა გიპასუხოთ?, - ამბობს პროკურორი. ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია.  ...

ბიზნესი & ეკონომიკა 32 წუთის წინ

ვვვ
საშემოდგომო შოპინგისას დააგროვეთ მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის PLUS ბარათით

ზაფხული მიილია, წინ საინტერესო, დატვირთული და სიახლეებით სავსე სასწავლო წელია. სასექტემბრო შოპინგი კი აქტიური ცხოვრების სტილთან დაბრუნების გარდაუვალი ნაწილია.   საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის...

ბიზნესი & ეკონომიკა 33 წუთის წინ

ღამბაშიძე
„ვისაც გცალიათ და არ გცალიათ, ყველანი გამოდით 7 საათზე ფილარმონიასთან“ – ლევან ღამბაშიძე

,,3000-მდე კბილებამდე შეიარაღებული ზონდერის პირისპირ ვიდექით დეკემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში და ერთმანეთი არ მიგვიტოვებია. გუშინ რეჟიმმა ჩათვალა, რომ ოცდაათამდე არარაობაც საკმარისი იქნებოდა ჩვე...

სოცმედია 42 წუთის წინ

სპეცრაზმის მანქანები
კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება - მედია

"პირველებს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება. კადრებში ჩანს მინიმუმ 10 მიკროავტობუსი, 10 პიკაპი და 4 ავტობუსი. ზუსტად რვა საათზე კი...

პოლიტიკა 46 წუთის წინ

ერეკლე ინაშვილი_1920 1080
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს...

ბიზნესი & ეკონომიკა 13:37

ლევან იოსელიანი
"შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობა“ - იოსელიანი პროტესტის მონაწილეებს

მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების შემდეგ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, "შეიკავონ იმგვარი ქმედებები...

პოლიტიკა 13:34