1743447753
ვიდეო: „ოცნების“ დეპუტატი ლიკა შარტავა კახა შარტავას შვილი არ არის
პოლიტიკა • 28 მარტი 15:11
თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიბომბა ქართული მხრიდან ცხინვალი, თუ იქ საცეცხლე წერტილი არ იყო და ეს შეკითხვა გენერალ მამუკა ყურაშვილს დაუსვა.მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქი ცხინვალი არ დაუბომბავთ და ეს რომ ასე ყოფილიყო, მოწინააღმდეგ მხარე ამ ფაქტებს წინ დაუდებდა სასამართლო დავებში.გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებით, კადრებში სავარაუდოდ ლაპარაკია კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე მიტანილ იერიშზე, სადაც მოსახლეობა არ იყო. კუსირეთი და კვერნეთი არის სოფლები ცხინვალიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლზე, სადაც ყურაშვილის თანახმად, მოწინააღმდეგ მხარეს დომინირებული სიმაღლეები ჰქონდა მოწყობილი და იქიდან ქართულ სოფელ თამარაშენს ბომბავდა."ეს არის გარეუბანი ცხინვალის?", - იკითხა წულუკიანმა."აი, კუს ტბაზე რომ იყოს საუბარი [თბილისის შემთხვევაში]", - უპასუხა გენერალმა."კუს ტბა... ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონი... კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი რაიონია... ცხინვალის გარეუბანი... ნუ ცხინვალია, კუს ტბა - თბილისია...", - მიუგო წულუკიანმა."გმირთა მოედნიდან თუ უყურებ, გგონია, რომ ვაკე იბომბება, ამ დროს კუს ტბის მისადგომებთანაა სროლა", - განაცხადა გენერალმა."იქ მოსახლეობა იყო?", - ჰკითხა წულუკიანმა გენერალს."არა.. მაქედან ძირითადად თამარაშენს უტყამდნენ. თამარაშენის სკოლის დაცხრილვა ძირითადად მანდედან ხდებოდა", - უპასუხა გენერალმა."მაშინ ასეთი კითხვა მიჩნდება, როდესაც თქვენ კუსირეთს და კვერნეთს უმიზნებთ ეს ხომ არ არის ის შემთხვევა, როცა პროფესიონალმა სამიზნე ვერ განსაზღვროს და სხვაგან დაარტყას, შეიძლება ეს მოხდეს... თუ ეს არ ხდება", - მიმართა წულუკიანმა გენერალს.შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ როგორც ასეთი, ცხინვალში დაბომბვა არ ყოფილა. [რომ ყოფილიყო] მაგას დაგვიდებდნენ [სასამართლო დავებში]", - უპასუხა გენერალმა.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: მოით რა ვქნათ იციით?.. თუ არც პლატფორმამ, პანელმა და პოდიუმმა არ გაამართლა.. გავქოცდეთ მასიურად და... შიგნიდან დავანგრიოთ სისტემა..
სოცმედია • 48 წუთის წინ
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: მიტინგზე ზოგი პოლიტიკოსის გვერდით დგომა მეც შეიძლება არ მახარებდეს, მაგრამ იმდენი პატივისცემა კი მაქვს იმ პოლიტიკოსების ამომრჩევლისა, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრო და ერთია...
სოცმედია • 51 წუთის წინ
ხატია დეკანოიძე: არ ინერვიულოთ, სახელობითი აკრძალვა იქნება მალე ნაცმოძრაობის წევრების, სხვა პარტიებისაც.იმ ბანერიან ქალებსაც დაიჭერენ მალე აკრძალული ბანერებისთვის. სალომე ზურაბიშვილიც შესაძლოა “კანონგ...
სოცმედია • 53 წუთის წინ
ბრიტანული Byline Times ვრცელ გამოძიებას აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის რეჟიმთან კავშირებზე წერს. გამოძიების თანახმად, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ფინანსური კომპანია Hunnewell Partners, რომე...
პოლიტიკა • 3:04
მსახიობი კახა გოგიძე: ,,ნადიმს რატომ გამოურთეთ მიკროფონი?! პაატა ბურჭულაძე რატომ არ ალაპარკეთ?! მოდი იდი-თ ნა@უი-თ რაა!!! პლათფორმა არა ღანძილის წნილი!”
სოცმედია • 2:54
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichviliნაცებს ხმა რომ მიეცათ, შენს იმპიჩმენტზე, მეორე დღესვე ვირის აბანოში ჩაგაყუდებდნენ, შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყვ...
სოცმედია • 31 მარტი 19:45
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა