"რეპრესიების გაგრძელებაა" - ნინო ლომჯარია ფონდების დაყადაღებაზე

პოლიტიკა 19 მარტი 7:52

ნინო ლომჯარია

საქველმოქმედო ფონდების დაყადაღების საქმეს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რეპრესიების გაგრძელებად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით მოქალაქეებში შიშის დათესვას ცდილობს.

 

ლომჯარია მიიჩნევს, რომ რეპრესიებთან ბრძოლა მხოლოდ საზოგაოდების ერთიანობით არის შესაძლებელია.

 

ამ ფონდების დაყადაღება სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ, ეს არის რეპრესიების გაგრძელება, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ინსტიტუტების გამოყენებით და ჩართულობით საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ზოგადად, რეპრესიის მიზანი ეს არის, პირველ რიგში, ალბათ შიშის დათესვა და გავრცელება საზოგადოებაში და ალბათ რითაც შეიძლება ებრძოლო რეპრესიებს არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მოყვეს კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, ერთიანობა, - ამბობს ნინო ლომჯარია. ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია.  ...

ბიზნესი & ეკონომიკა 48 წუთის წინ

ვვვ
საშემოდგომო შოპინგისას დააგროვეთ მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის PLUS ბარათით

ზაფხული მიილია, წინ საინტერესო, დატვირთული და სიახლეებით სავსე სასწავლო წელია. სასექტემბრო შოპინგი კი აქტიური ცხოვრების სტილთან დაბრუნების გარდაუვალი ნაწილია.   საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის...

ბიზნესი & ეკონომიკა 50 წუთის წინ

ღამბაშიძე
„ვისაც გცალიათ და არ გცალიათ, ყველანი გამოდით 7 საათზე ფილარმონიასთან“ – ლევან ღამბაშიძე

,,3000-მდე კბილებამდე შეიარაღებული ზონდერის პირისპირ ვიდექით დეკემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში და ერთმანეთი არ მიგვიტოვებია. გუშინ რეჟიმმა ჩათვალა, რომ ოცდაათამდე არარაობაც საკმარისი იქნებოდა ჩვე...

სოცმედია 58 წუთის წინ

სპეცრაზმის მანქანები
კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება - მედია

"პირველებს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება. კადრებში ჩანს მინიმუმ 10 მიკროავტობუსი, 10 პიკაპი და 4 ავტობუსი. ზუსტად რვა საათზე კი...

პოლიტიკა 14:04

ერეკლე ინაშვილი_1920 1080
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს...

ბიზნესი & ეკონომიკა 13:37

ლევან იოსელიანი
"შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობა“ - იოსელიანი პროტესტის მონაწილეებს

მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების შემდეგ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, "შეიკავონ იმგვარი ქმედებები...

პოლიტიკა 13:34