სკანდალში გახვეული ლელა ჩიქოვანი სისტემაში დააბრუნეს - რას ამბობენ ოპოზიციაში

პოლიტიკა 11 თებერვალი 13:14

ლელა ჩიქოვანი


ნეპოტიზმსა და სავარუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანის დაბრუნება სისტემაში - ქალი, რომელიც ირაკლი კობახიძის გაპრემიერებიდან მალევე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაუშვეს, რეჟიმმა პოლიციის აკადემიის რექტორად დანიშნა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილს სანდო კადრების ნაკლელობა აქვს, ამიტომაც ძველ კადრებს თანამდებობაზე აბრუნებს.

 

მის დეკლარაციაში აღმოჩნდა ძალიან საეჭვო დიდი ღირებულების უძრავი ქონება და ვნახეთ, რომ მასთან დაკავშირებული ადამიანები და მისი ოჯახის წევრები ინიშნებოდნენ საჯარო სამსახურში, სხვადასხვა გამოგონილ თანამდებობაზე. ამ კითხვის ნიშნებს მიუხედავად მოხდა ამ ადამიანის დანიშვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, იმიტომ რომ ეს არის პარტიის ინტერესებში და პარტია ამ ვითარებაში სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთგული ადამიანები და ისეთი კადრები, რომელიც შეასრულებენ ამ სისტემის ყველა დავალებას. განსაკუთრებით ასეთი ადამიანების არსებობა მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროში და შსს-ს აკადემიაში, იმისათვის, რომ მოხდეს ახალი ივანიშვილისა და სისტემის მიმართ ერთგული კადრების აღზრდა", - ამბობს საბა ბუაძე.
ლელა ჩიქოვანი ნეპოტიზმზე თავდაპირველად პარლამენტში თეონა აქუბარდია ალაპარაკდა. პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩიქოვანთან ვალშია და სწორედ ამიტომ ხუჭავს თვალს კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშბნებზე.

 

მე ვიყავი დეპუტატი პარლამენტში, რომელმაც მის ნეპოტიზმზე და მის სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებაზე ივანიშვილის სასარგებლოდ ღიად ვისაუბრე. შემდგომ ის გადამალეს და მოხსნეს თანამდებობიდან. დღეს უკვე ვიგებთ, რომ ახალი პოზიცია რექტორობის სახით, მას უკვე უბოძეს. როგორც ჩანს დიდ ვალშია ივანიშვილის რეჟიმი მასთან და თვალს ხუჭავს იმ კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნებზე, რის გამოც ის მარადიულად თანამდებობაზეა. ლელა ჩიქოვანის დანიშვნა არ მგონია, რომ გაკვირვებას იწვევდეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილისთვის კორუფცია არის ძალაუფლების შენარჩუნების ხერხი და ამ ადამიანების ლოიალობა კორუფციის ხარჯზე გადის", - ამბობს თეონა აქუბარდია.
ლელა ჩიქოვანი, რომლის საეჭვო გამდიდრებაზეც "შაბათის ეთერმა" გამოძიება მოამზადა, პოლიციის აკადემიის რექტორად დანიშნეს.

ჩიქოვანის საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "შაბათის ეთერი" ერთი წლის წინ ყვებოდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულიანი სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რეჟიმის ტყვეების ოჯახი
რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...

პოლიტიკა 17:15

უილსონი ივანიშვილი
„ქართული ოცნება“ ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია“ - უილსონი

მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...

პოლიტიკა 17:12

პაატა სალია
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება

რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას  ქონებრივ მდგომარეობაზე ი...

პოლიტიკა 17:10

ლევან მურუსიძე
"სახელფასო ბარათი დამებლოკა" - ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული მურუსიძე

 "ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...

პოლიტიკა 17:05

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიტიკა 15:27

აშშ
„რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ - სახდეპი

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...

პოლიტიკა 15:25