1744821698
ვიდეო: დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მის მხარდასაჭერად ახალ თეატრში მანანა ბერიკაშვილი მივიდა
პოლიტიკა • 10 აპრილი 11:26
ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ბიძინა ივაანიშვილის და რეჟიმის იდეოლოგიის გამტარების დასანქცირებას ითხოვს.
ჯეიმს მაკკლერი ასახელებს გვარს, ვინც ივანიშვილის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. მაღალჩინოსნის თქმით, ასეთია პროსახელისუფლებო "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე, რომელიც მაკალისტერის თქმით, რუსულ პროპაგანდაზე პედალირებს.
ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ცივილურ სამყაროს საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა ნამდვილად სურს, ცალკეულმა ქვეყნებმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე და ირაკლი რუხაძე შავ სიაში ახლავე უნდა შეიყვანონ.
დღეს საქართველო გზაჯვარედინზეა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. 2024 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა, გაძლიერებულიყო საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები. ამის ნაცვლად მივიღეთ სახიფათო რეალობა. "ქართული ოცნების" მთავრობა სისტემატურად ანადგურებს დემოკრატიას და ამტკიცებს, რომ მას იცავს.
საარჩევნო მანიპულაცია, დაშინება, ოპოზიციური ფიგურებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვა, ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ეს არ არის ჯანსაღი დემოკრატიის მახასიათებლები. ეს არის შემაშფოთებელი ნიშნები, რომ რეჟიმი უფრო ავტოკრატიული ხდება.
იმის ნაცვლად, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში მისივე ადგილისკენ ისწრაფოდეს, ამჟამინდელი ლიდერები ირჩევენ სულ სხვა გზას, უფრო ღრმა კავშირებს კრემლთან რეპრესიებით და კორუფციით. ამასობაში, ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელმაც დაავალდებულა ირაკლი რუხაძე, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, რომელიც რუსულ პროპაგანდაზე პედალირებს, რომ გადაიხადოს მილიონები.
არ დაგვავიწყდეს, ამ პროცესის ცენტრალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილია მისი დიდძალი ქონებით, კრემლთან კავშირებით და ქართული ინსტიტუციების მოგუდვის მცდელობით. არა მხოლოდ გავლენას ახდენს ადამიანების არჩევანზე, არამედ დემოკრატიის საბოტირებას ახდენს. თუ სერიოზულად ვამბობთ, რომ დავიცვათ დემოკრატია, მაშინ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრე, ირაკლი რუხაძე, ახლავე". - განაცხადა ჯეიმს მაკკლერმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე...
საზოგადოება • 17 აპრილი 11:11
"ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური - ყველაფერი რაზეც ვამბოთ - მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის. ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიც...
სოცმედია • 17 აპრილი 10:40
"რა იყო, რა ხდება, "იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ, გვანჯოუს "ლევი ტავარის" ფაბრიკებთან გაჭრა "კანალი"?.. აბა რა ჩინურის სწავლა და ჩინეთზე "გაპოჭოჭოკინება" დეეიწყოთ ? არა ნ...
სოცმედია • 17 აპრილი 10:30
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრის...
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. "აღდგომის დღე...
საზოგადოება • 17 აპრილი 10:10
"განათლების სამინისტრო სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინურის შემოტანას აანონსებს. და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს, ჩინური ტერაკოტას ჯარისკაცები ჩამოაქვს თუ ოჩამჩირელი კაცი რომ იყო, მეგრულს რომ...
სოცმედია • 17 აპრილი 10:10
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა