„ვარშალომიძე პუტინის მოთხოვნით დააკავეს“ - ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 19 მარტი 7:50

ვარშალომიძე პუტინი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ლევან ვარშალომიძის დაკავება საზღვარზე პუტინის მოთხოვნით მოხდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ვარშალომიძე რუსეთის პრეზიდენტს მტრად მხოლოდ იმიტომ ჰყავს გამოცხადებული, რომ ის უკრაინაში კონკრეტულ საქმიანობას ეწევა და ქვეყნის პატიროტია.

ხაბეიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცონერის რუსეთისთვის გადაცემა არ მოხდება, რადგან მას ოკუპანტ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება.

 

ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის რუსეთის მოთხოვნით საზღვარზე. გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი ეძებს ლევან ვარშალომიძეს, რადგან ის, პირველ რიგში, არის საქართველოს პატრიოტი, ის კონკრეტულ საქმიანობას ეწევა უკრაინაში და იბრძვის უკრაინიდან ისე, როგორც მას ეს შეუძლია და შესაბამისად, ამიტომაც ჰყავს პუტინს ის მტრად გამოცხადებული. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მას არ გადასცემენ რუსეთს, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში ლევან ვარშალომიძე იქნება თავისუფალი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს.  ის ყაზახეთში იმ დროს დაკავეს, როდესაც აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია.  ...

ბიზნესი & ეკონომიკა 23 წუთის წინ

ვვვ
საშემოდგომო შოპინგისას დააგროვეთ მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის PLUS ბარათით

ზაფხული მიილია, წინ საინტერესო, დატვირთული და სიახლეებით სავსე სასწავლო წელია. სასექტემბრო შოპინგი კი აქტიური ცხოვრების სტილთან დაბრუნების გარდაუვალი ნაწილია.   საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის...

ბიზნესი & ეკონომიკა 25 წუთის წინ

ღამბაშიძე
„ვისაც გცალიათ და არ გცალიათ, ყველანი გამოდით 7 საათზე ფილარმონიასთან“ – ლევან ღამბაშიძე

,,3000-მდე კბილებამდე შეიარაღებული ზონდერის პირისპირ ვიდექით დეკემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში და ერთმანეთი არ მიგვიტოვებია. გუშინ რეჟიმმა ჩათვალა, რომ ოცდაათამდე არარაობაც საკმარისი იქნებოდა ჩვე...

სოცმედია 33 წუთის წინ

სპეცრაზმის მანქანები
კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება - მედია

"პირველებს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება. კადრებში ჩანს მინიმუმ 10 მიკროავტობუსი, 10 პიკაპი და 4 ავტობუსი. ზუსტად რვა საათზე კი...

პოლიტიკა 38 წუთის წინ

ერეკლე ინაშვილი_1920 1080
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს...

ბიზნესი & ეკონომიკა 13:37

ლევან იოსელიანი
"შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობა“ - იოსელიანი პროტესტის მონაწილეებს

მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების შემდეგ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, "შეიკავონ იმგვარი ქმედებები...

პოლიტიკა 13:34