ვიდეო - "ხარება" დაზარალებულად ცნეს

პოლიტიკა 23 მარტი 7:19

ხარება

სინდისის პატიმრების საქმეში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

 

კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში "ხარება" ჩივის იმის გამო, რომ აქციების დროს მისმა სპეცრაზმელებმა ეკიპირება  დაკარგეს.

 

"შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი,  ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი,  მათარა, პორტატული პროჟექტორი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების  რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან  დაკარგა ან გაუფუჭდა.
"ხარება" დაზარალებულად ცნეს იმის გამო რომ მან წერილი კრიმინალურ პოლიციაში გააგზავნა და დაიჩივლა,  რომ აქციის მონაწილეებმა ფერადი საღებავებით დაუზიანეს  წყლის ჭავლის მანქანა, გაუბზარეს საქარე მინდა და დაეკარგა  კონკრეტული სპეცრაზმელებისთვის მიბარებული ნივთები.

რევაზ ღამბაშიძე, რომელსაც სპეცრაზმელები აღჭურვილობა აბარია,  ადასტურეს, რომ დაკარგული ნივთები  ერთ პატაკში ჩაწერეს,  ბუღალტერიას ფასები დაადგენინეს და კრიმინალურ პოლიციას გაუგზავნეს.  თემურ კუპატაძემ კი "ხარებას ბიჭების" დაკარგული ნივთების სია, სინდისის პატიმრების საქმეში ჩადო და მათ წინააღმდეგ იყენებს.

 

სინდისის პატიმრების სისხლის სამართლის საქმეში ვკითხულობთ, რომ სპეცრაზმელებს "დაეხათ უნიფორმებიც" - ზამთრის ჩაცმულობაც და ზაფხულისაც. საუბარია, 82 ქურთუკზე, 24 შარვალზე, ზაფხულის 127 ფეხსაცმელსა და ზამთრის 21 ფეხსაცმელზე. ასევე, დაზიანებულა ერთი ცალი შავი ყელიანი პულოვერი.
ჩნდება კითხვა, თუ სპეცრაზმელს ზაფხულის ფეხსაცმელი ნოემბერსა და დეკემბერში აქციების დარბევის დროს დაეხათ, რა შუაში არიან სინდის პატიმრები და რატომ გაჩნდა ეს ზარალი რეჟიმის ტყვეების საქმეში?

 

სინდისის პატიმრების საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ სანქცირებულმა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ შეადგინა. ამ შემთხვევაში, რეჟიმის პატიმრებს "შკოდას" ორი მანქანის დაზიანებას აბრალებენ. დაზარალებულად ცნეს თბილისის მერიის ურბანული განვითარების სააგენტო და თბილსერვისიც.  16 იანვარს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი, იოსებ მამადაშვილი წერს, რომ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში აქციების მონაწილეებმა დააზიანეს მერიის ბალანსზე არსებული ინვენტარი.

 

რეჟიმის გამოძიებამ ზარალში ჩაწერა პარლამენტის შენობიდან საპროტესტო გზავნილების წაშლაც. საკანონმდებლო ორგანოს კედლების გასუფთავება თუ საქმის მასალებს დავეყრდნობით 20 ათასი ლარი დაჯდა.  თბილისის მერია ჩივის განადგურებულ ბუჩქებზე  და ბალახის საფარზე.

 

ე.წ. დაზარალებულ უწყებებს შორის ლიდერი პარლამენტია. 2025 წლის 17 იანვარს გამოიკითხა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის  უფროსი. ისიც წერს, რომ აქციით მონაწილე მხრიდან დაზიანებულ ან განადგურებულ იქნა პარლამენტის ბალანსზე არსებული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.

 

შენობაში, რომელიც აქციის მიმდინარეობის დროს, სპეცრაზმი იყო გამაგრებული, ამტკიცებენ, რომ კონდინციონერი და ფარდები დაზიანდა.

 

მაღაზია "ბოსიც" ამტკიცებს, რომ ვიტრინა აქციის მონაწილეებმა ჩაუმსხვრიეს - ის დაზარალებულად უკვე სცნეს. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მგელაძე ტრამპი
„წარმოდგენაც არ აქვს, რა ფასეულობებზე ააგეს ,,დამფუძნებელმა მამებმა" ამერიკის სახელმწიფო“ - ლაშა მგელაძე ტრამპზე

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ამოცანა გვეკითხება კონსერვატორია ტრამპი? თუ ლიბერალი? თუ არცერთი? საერთოდ რა ფასეულობის მიმართულების მატარებელია სახელმწიფო მოწყობის...

სოცმედია 3 წუთის წინ

პუტინი ჟურნალისტი
„ჩვენ მეფე გვყავს, რომლის მოშორებაც შეუძლებელია... ჩამპალი ევროპა – ამას 90-იანი წლებიდან ვისმენ, მაგრამ რასაც რეალურად ვხედავ, ისაა, როგორ ვიხრწნებით ჩვენ“ - პუტინის პატიმარი რუსი ჟურნალისტის სკანდალური წერილი

ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე რუსი დაპატიმრებული ჟურნალისტის წერილიდან ნაწილს აქვეყენბს: დღეს მინდა შემოგთავაზოთ რუსი ჟურნალისტის, მარია პონომორენკოს ბოლო სიტყვის პატარა ნაწილი სასამრთლოს სხდომაზე. მარიას...

მსოფლიო 25 წუთის წინ

წილოსანი
„ვერაფრით ვერ შეიძლება იყვნენ მოაზრებული სინდისის პატიმრებად“ - ნინო წილოსანი რეჟიმის ტყვეებზე

ნინო წილოსანი სინდისის პატიმრებზე აცხადებს:,,ერთადერთი აზრი მიჩნდება, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ სინდისზე. ვინც მონაწილეობდნენ ქვეყანაში გადატრიალებისა და რევოლუციური სცენარების მოწყ...

პოლიტიკა 35 წუთის წინ

28 წლის მამაკაცი
ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ფუნიკულიორზე, ფანჩატურის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა

მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ასობით ადიამიანი სურათის გადასაღებად, შედის ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ტრაგედიას მთაწმინდაზე 28 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხ...

შემთხვევა 38 წუთის წინ

ჯინ შაჰინი
„კოლეგებს მოვუწოდებ, შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში“ - ჯინ შაჰინი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) მოუწოდებს კოლეგებს, “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში” შეუერთდნენ.“ როგორც სენატორი სოციალურ პლატფორმა X...

პოლიტიკა 41 წუთის წინ

ზურაბიშვილი
„31 მარტს ერთად აღვნიშნავთ დღეს, როცა უარი ვუთხარით ოკუპაციას, საბჭოთა დროს“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

მოგესალმებით იმ ქვეყნიდან, რომელიც მხარს გვიჭერს განუწყვეტლად, ჩვენი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ყველა რთულ პერიოდში ჩვენი ისტორიისა.   ქვეყნიდან, რომელიც როცა ჩვენ გამოვაცხადებთ რეფერენდუმი და დავამ...

პოლიტიკა 45 წუთის წინ