1743418379
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება
პოლიტიკა • 29 მარტი 18:16
ვინ აშენებს თბილისში საცხოვრებელ კომპლექსს და ვილების დასახლებას და აქვს თუ არა კავშირი სოზარ სუბარს მისი ფარმაცევტი ცოლის ძმის სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესთან?
თემის მოკვლევას "შაბათის ეთერი" დიღომში, "გრადას" საცხოვრებელ კომპლექსიდან იწყებს, სადაც გამომძიებელი ჟურნალისტი ნიკა ყუბანეიშვილის მოსაძებნად მივიდა. მაკა ჩიხლაძეს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის ცოლის ძმის სახელზე გაფორმებულ ბინაში სოზარ სუბარის ვაჟი, ლუკა სუბარი დახვდა, რომელიც ამბობს, რომ ის ამ მისამართზე ცხოვრობს.
როდის და როგორ გახდა ფარმაცევტი ყუბანეიშვილი სამშენებლო ბიზნესის მფლობელი:
"გრადა პარკი", "მწვანე ხეივანი" და "გრადა ვილა" ამ სამი გრანდიოზული პროექტის განმახორციელებელი, შპს "გრადაა". GRADA-ს მფლობელი "გრადა დეველოპმენტია".
დოკუმენტების ლაბირინთს საბოლოო მფლობელთან, "ჯი აი ჰოლდინგთან" მივყავართ. სწორედ აქ იხსნება კვანძი და ვიგებთ, რომ მასშტაბური დეველოპერული პროექტების უკან, ოფიციალურად, სოზარ სუბარის ცოლისძმა და მისი ცოლი დგანან.
მაია ბეჟანიშვილი სოზარ სუბარის ცოლის ძმის ცოლია. ის არის სამშენებლო კომპანია "გრადას" საბოლოო ბენეფიციარი კომპანიის მეწილე.
"ჯი აი ჰოლდინგი" 1 თვის წინ დაფუძნდა და ის ფლობს, სუბარის ცოლისძმის კომპანია ,,ოქტა ქონსთრაქშენსაც.’’ ანუ დოკუმენტებით დგინდება, რომ თებერვალში შექმნილი ერთი და იგივე შპს-ს მფლობელობაშია, როგორც სოზარ სუბარის ცოლისძმის, ისე ცოლისძმის ცოლის კომპანიებიც.
ოფიციალურად, სოზარ სუბარი საბურთალოზე, მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად, 188 კვადრატულ ბინაში ცხოვრობს და თუ სუბარის დეველოპერ ცოლისძმას დავუჯერებთ, 19 წლის ლუკა სამეცადინოდ, ცინცაძის ქუჩიდან, დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე დადის. ეს მაშინ, როცა სუბარის შვილი გრადას კომპლექსში დილის საათებში, ახლად გაღვიძებული დაგხვდა და გვითხრა რომ ამ ბინაში ცხოვრობს.
მის მიერვე შევსებული დოკუმენტის თანახმად, თავად სუბარს არაფერი გააჩნია. მისი ცოლის სახელზე კი 2 ერთეული უძრავი ქონება ფიქსირდება - მიწა და სახლი დმანისში და ბინა საბურთალოზე, რომლის იპოთეკურ სესხსაც ბიძინა ივანიშვილის ბანკს წლების განმავლობაში უხდიდა.
მაია ბეჟანიშვილი, ამ დროისთვის ოფიციალურად მხოლოდ დეველოპერულ ბიზნესს არ ფლობს. სუბარის ცოლისძმის ცოლი, გენერალურ დირექტორადაა გაფორმებული კოოპერტივ იკორთაშიც. სახელმწიფო დაფინანსებით, შიდა ქართლში სამაცივრე მეურნეობა 2018 წელს გაიხსნა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების მიზნით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, გივი კარტოზიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზ...
საზოგადოება • 17 წუთის წინ
თინა ხიდაშელი სოცქსელში წერს: გიორგი ზერეკიძის დაკითხვის საკმაოდ დიდ ნაწილს ვუსმინე. სულ არაფერს რომ ვუყურებდე ტელე ეთერში ეს აუცილებლად უნდა მენახა. 14 წლის პატარა ბიჭის საქმე, რომელსაც მთელი სახელმწ...
პოლიტიკა • 18 წუთის წინ
საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, 2025 წლის Private Banking Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. Euromon...
ბიზნესი & ეკონომიკა • 20 წუთის წინ
საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს სპეციალურ - გაზაფხულის შეთავაზებებს სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, საკრედი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 25 წუთის წინ
Forbes Books-მა, გამომცემლობამ რომელიც ცნობილია მსოფლიოში გამორჩეული ლიდერული ისტორიების პოპულარიზაციით, რამდენიმე დღის წინ თამარ გახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით გამოსცა – „The Blitz: საქართველოს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 26 წუთის წინ
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ბოლო მიზეზი რითიც უნდა დარწმუნდე, რომ უკვე რუსეთში ვართ. 2006 წელს ვთქვი რუსეთში ფეკალური მასა რომ შეიტანო ისიც კი გაიყიდება მეთქი და აჰა თუ არ ვართ რუსეთ...
სოცმედია • 32 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა