ვიდეო: თბილისის პირველი პოლიციელის წარსული - ჟურნალისტური გამოძიება

პოლიტიკა 13 აპრილი 3:36

გოგნიაშვილი

ვახტანგ გომელაურმა თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ჩააბარა კაცს, რომელსაც 2012 წელს "ქართული ოცნება" ზონდერად აცხადებდა და მის გადადგომას ითხოვდა. თბილისში გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან ლაშა გოგნიაშვილი 10 დღის წინ გადმოიყვანეს. მან პოსტზე პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობის გამო სანქცირებული სულხან  თამაზაშვილი ჩაანაცვლა. მისი
პირველი სამუშაო დღეც აქციაზე დაიწყო. თბილისის პოლიციის ახალი შეფი

 

დემონსტრანტებს ჩიტაძის ქუჩიდან აკონტროლებდა, თუმცა როგორც კი მისი გადაღება "შაბათის ეთერმა" დაიწყო დაიმალა.

 

ლაშა გოგნიაშვილი საზოგადოებას, როგორც "ზონდერი" და "გამყალბებელი" 2012 წელს თავად „ქართულმა ოცნებამ“ გააცნო.  2012 წელს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, "ქართული ოცნების"  ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე,  გიორგი ბერუაშვილი  ლაშა გოგნიაშვილს პოლიტიკურ დევნასა და იარაღის ჩადების მცდელობაში ღიად ადანაშაულებდა. 

 

საჯარო წყაროებში 20212 წელს სოზარ საუბრის მიერ გაკეთებული განცხადებაც იძებნება, როდესაც  „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან ის გოგნიაშვილის გადადგომას ითხოვდა.  აქტივისტებისთვის  იარაღის ჩადების მცდელობის გარდა "ქართული ოცნების" ლიდერები ლაშა გოგნიაშვილის  მიერ მათთვის მოწყობილ ტერორზე განცხადებებს  2012 წელს ერთმანეთის  მიყოლებით აკეთებდნენ.

2012 წელს ტერორზე საუბრობდა ლერი ხაბელოვიც. "ქართული ოცნების" დეპუტატი იმ დროინდელ მოვლენებს ახლაც სიამოვნებით იხსენებს, თუმცა "შაბათის ეთერთან" განწყობა და რიტორიკა მას შემდეგ შეეცვალა, რაც  სატელევიზიო არქივიდან მისი ინტერვიუს ისმენს. ჩანაწერში ოლიმპიური კომიტეტის  პრეზიდენტი ლაშა გოგნიაშვილზე  საუბრობს  და თბილისის პოლიციის ახალ  შეფს აქტივისტების დევნაში ამხელს. დღეს ხაბელოვი ვერ უარყოფს, რომ თბილისის პოლიციის უფროსი "ოცნების" აქტივისტებს ატერორებდა, მაგრამ გვარწმუნებს, რომ ხლა გამოსწორდა და დედაქალის პოლიციის შეფის პოსტიც დაიმსახურა.

როგორ აღმოჩნდა მაღალ  თანამდებობაზე პოლიციელი, რომელსაც  ძალადობაში და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდა, პასუხი არ აქვს არც სოზარ საუბარს, ის "შაბათის ეთერს" არ შეხვდა. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი 18-21 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე...

საზოგადოება 17 აპრილი 11:11

უგულავა
"უდავოა, ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან. მათთვის ყველაფერი ჩინურია" - გიგი უგულავა

"ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური - ყველაფერი რაზეც ვამბოთ - მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის. ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიც...

სოცმედია 17 აპრილი 10:40

გიორგი ფოფხაძე
"იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ" - გიორგი ფოფხაძე

"რა იყო, რა ხდება, "იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ, გვანჯოუს "ლევი ტავარის" ფაბრიკებთან გაჭრა "კანალი"?.. აბა რა ჩინურის სწავლა და ჩინეთზე "გაპოჭოჭოკინება" დეეიწყოთ ? არა ნ...

სოცმედია 17 აპრილი 10:30

წითელი კვერცხი
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრის...

ეს საინტერესოა 17 აპრილი 10:21

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. "აღდგომის დღე...

საზოგადოება 17 აპრილი 10:10

გვარამია
"და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს..." - ნიკა გვარამია

"განათლების სამინისტრო სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინურის შემოტანას აანონსებს. და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს, ჩინური ტერაკოტას ჯარისკაცები ჩამოაქვს თუ ოჩამჩირელი კაცი რომ იყო, მეგრულს რომ...

სოცმედია 17 აპრილი 10:10