1742276596
ტრამპის თქმით, ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან კამათი უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი იყო
რელიგია • 17/3/2024 • 13:59
18 მარტს აღდგომის მარხვა იწყება. აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება,
ამ დროს მორწმუნეებს ხორცეულის, თევზისა და რძის ნაწარმის მიღება ეკრძალებათ.
როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის აღდგომის წინა, დიდი მარხვა მთავარი საეკლესიო დღესასწაულისთვის მზადებას წარმოადგენს.
დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაულია ხარება და ბზობა; ხარება - მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ქალწულ მარიამისადმი უწყება იმისა, რომ მისგან კაცობრიობას მოევლინებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ბზობა – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", ეკლესია ამ დღეს დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას. ბზობის დღესასწაული ხსნილია თევზით. მორწმუნეთ ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები, ნიშნად იმისა, თუ როგორ უფენდნენ მწვანე რტოებს ებრაელები იესო ქრისტეს, როცა ის დიდებით შედიოდა იერუსალიმში პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე. წინა წელს ნაკურთხი ბზის ტოტები დაუშვებელია უდიერად გადაიყაროს, არამედ უნდა დაიწვას, ან ტაძრის ეზოში, ან სადმე წმიდა ადგილას.
წმიდა ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში იხსენიებს მიცვალებულებს, რომელსაც ეწოდება ორმოცდღიანი მოსახსენიებელი; ყოველ შაბთს დიდ მარხვაში კეთდება მიცვალებულთა სახელზე საკურთხი, გარდა დიდმარხვის პირველი კვირის შაბათისა.
ვნების შვიდეული დიდ მარხვის ბოლო კვირაა. ამ შვიდეულში მოხდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა ვნება ჯვარზე. ამ კვირაშიც, დიდ მარხვის პირველი კვირის მსგავსად მკაცრად ვმარხულობთ (უზეთოდ, ვისაც ეს ძალუძს), გარდა ხუთშაბათისა. ხუთშაბათი ზეთით ხსნილია. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი 12 მოწაფის საიდუმლო სერობა მოიწვია და დააწესა ზიარების საიდუმლო. ყოველი მართლმადიდებელი უნდა ეცადოს ამ დღეს ზიარებას.
დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა "უფალო და მეუფეო" აღარ იკითხება, ე.ი. ამ ლოცვის კანონი წყდება.
ვნების შვიდეულში მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღე "წითელი პარასკევია". ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს სრულდება "გარდამოხსნის გადმოსვენება". დილით კი, იკითხება "თორმეტი ვნების სახარება".
დიდ შაბათს, დილით, სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. ყოველივე ამის შემდეგ, ხდება მზადება უფლის ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.
დიდ მარხვაში იკითხება წმიდა ეფრემ ასურის ლოცვის კანონი ყოველდღიურად 16 მეტანიით (კვირის გარდა).
ჩვეულებრივ დიდ მარხვაში უნდა შევიკავოთ თავი ხორცისა და ხორცის პროდუქტებისაგან, ყველისა და რძის პროდუქტებისაგან, კვერცხისა და თევზეულისაგან. არ არის დაშვებული ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების დალევაც. კარგი იქნება თუ ვისარგებლებთ დიდი მარხვის საერთო შემართებით და დავთმობთ სიგარეტს და სხვა მავნე ჩვევებს.
დამწყებთათვის სასურველია, რომ მთელი მარხვის განმავლობაში არ მიიღონ ხორცი და ხორცის პროდუქტები, თავი შეიკავონ ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელებისაგან. რძის პროდუქტები და კვერცხი შეუძლიათ მიიღონ გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, რომელთა სრული მარხვით დაცვა კარგი იქნება.
ვინც პირველად აპირებს მარხვის შენახვას და ვისაც სურს მარხვის გამკაცრება, უნდა მიმართონ მოძღვარს რჩევა-დარიგებისა და ლოცვა-კურთხევისათვის.
თუ ავადმყოფობისა და სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლია სრული მარხვის შენახვა, მიმართოს მოძღვარს და ის შეურჩევს მარხვის უვნებელ ზომას.
დიდი მარხვის პირველი შვიდეული განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა.
ჩვეულებრივ საკვები უზეთოდ მზადდება და მცირდება მისი მიღების რაოდენობა.
დამწყებთათვის საკმარისია სრულად დაიცვან მარხვა, ყოველგვარი გამკაცრების გარეშე.
დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათიდან ხუთშაბათამდე დიდი მწუხრის შემდეგ იკითხება წმ. ანდრია კრიტელის სინანულის კანონი. დიდი მარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. სხვა სადაგ დღეებში წირვა არ ტარდება.
დიდმარხვის I შაბათს აღინიშნება ხსენება წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონისა. ამ დღეს ტაძრებში იკურთხება კოლიო. წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის აღსრულებიდან 50 წლის შემდეგ იმპერატორმა იულიანე განდგომილმა, რომელსაც სურდა დიდმარხვის ჩაშლა, პირველ შვიდეულში გასცა ბრძანება, რომ ყოველდღე, მთელი კვირის განმავლობაში, ესხურებინათ ნაკერპავი სისხლი ყველანაირ სურსათ-სანოვაგეზე, რომელსაც ბაზარში გამოიტანდნენ.
ამ დროს წმ. თეოდორე გამოეცხადა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს და მოუწოდა მას ეცნობებინა ყოველი ქრისტიანისათვის, რათა მათ არ ეყიდათ ბაზარზე გამოტანილი შებილწული საკვები და ეჭამათ მხოლოდ კოლიო, ანუ თაფლით შეზავებული მოხარშული ხორბალი.
ამ მოვლენის აღსანიშნავად მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის პირველ შაბათს აღასრულებს წმიდა თეოდორე ტირონისადმი სავედრებელ კანონს და აკურთხებს კოლიოს (წანდილს). ამ დღეს სრულდება იოანე ოქროპირის წირვა.
დიდი მარხვის I კვირას აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი, დღე როდესაც საბოლოოდ გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ და დაიგმო ხატმებრძოლობა. სრულდება ბასილი დიდის წირვა.
შაბათსა და კვირას მკაცრი მარხვა არ შეიძლება. დასაშვებია ცოტაოდენი ღვინის შესმა.
დიდი მარხვის II, III და IV შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. იკურთხება საკურთხი. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
დიდი მარხვის II კვირას ვიხსენიებთ წმიდა გრიგოლ პალამას, თესალონიკელ ეპისკოპოსს. სრულდება ბასილი დიდის წირვა.
III კვირას ჯვარის თაყვანისცემის კვირა ეწოდება. ამ დღეს შუა ტაძარში დაესვენება ცხოველსმყოფელი ჯვარი და მისი საპატივცემო წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულდება წმ. ბასილი დიდის წირვა.
25 მარტს (ახალი სტილით 7 აპრილს) აღინიშნება ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ხსნილია თევზითა და ღვინით.
დიდი მარხვის IV კვირას არის ხსენება ღირსისა მამისა იოანე კიბისაღმწერელისა, რომელმაც აღწერა სათნოებათა კიბე აღმავალი ზეცად. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა.
დიდი მარხვის V შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი გალობა, რომელიც დაწესებულია მოსახსენებლად კონსტანტინეპოლში აღვლენილი საყოველთაო და გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც შეისმინა დედამ ღვთისა და მისი შუამდგომლობით შეწყდა ღვთის რისხვა. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
დიდი მარხვის V კვირას ვიხსენებთ ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელიც თავდაპირველად უწმინდური და თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ღვთის მადლითა და ღვთისმშობლის შემწეობით ირწმუნა ღმერთი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმიდანი გახდა. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა.
VI შაბათს ლაზარეს შაბათი ჰქვია. ამ დღეს ვდღესასწაულობთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას (წაიკითხეთ იოანეს სახარების მე-11 თავი). ტარდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. ხსნილია თევზითა და ღვინით.
VI კვირა - ბზობაა, ანუ იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ტაძრებში იკურთხება ბზა. ხსნილია თევზითა და ღვინით. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
ვნების შვიდეულში მარხვა კვლავ უფრო მკაცრი ხდება, განსაკუთრებით დიდ პარასკევს - იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს.
დიდი ორშაბათიდან დიდ ხუთშაბათამდე ტაძარში იკითხება ოთხივე სახარება მთლიანად. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია, დიდ ხუთშაბათს წმიდა ბასილი დიდის წირვა. ხუთშაბათის შემდეგ აღარ ითქმის ეფრემ ასურის ლოცვა.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: "ოცნებას" ოპოზიასთან მიმართრბაში წაუგებელი თამაში აქვს:გაერთიანდება ოპოზიცია, იტყვიან, აი, ხომ ვამბობდით ყველანი ნაცები არიანო, ახლა ოფიციალურადაც შერრწყნენ ერთმანეთსო.ვერ...
სოცმედია • 7 წუთის წინ
ნანუკა ჟორჟოლიანი: სახლში შეუვარდნენ გურიის ყველაზე აქტიურ მოხალისეს ლევან გეთიაშვილს. ჩოხატაურის შტაბს ხელმძღვანელობდა.ჩაუტარეს ჩხრეკა.უთხრეს რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.ახლა გამორთული აქვს...
სოცმედია • 10 წუთის წინ
18 მარტს გავასაჯაროებთ კენედის ყველა ფაილს. ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა. ძალიან საინტერესო იქნება... ბევრი გვერდია, 80 000, დაახლოებით 80 000 გვერდი.თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრ...
მსოფლიო • 26 წუთის წინ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათი იყო უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი. შესაბამისი განცხადე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 50 წუთის წინ
სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: ,,სულ მინდოდა მეკითხა ქოცებისთვის – უკანასკნელი სალანძღავი სიტყვებით რომ მოიხსენიებთ ევროპის ლიდერებს ერთ აუგს რუს ლიდერებზე რატომ არ იძახით?!არ მითხრათ რუსე...
სოცმედია • 4:24
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, მან ევროპელ კოლეგებს "რადიო თავისუფლების" ყიდვა შესთავაზა. ლიპავსკის თქმით, მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შ...
მსოფლიო • 4:14
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა