„რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს“ - ზელენსკი

ზელენსკია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის ბალისტიკურ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მან დაწერა, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს.

მისივე თქმით, მხოლოდ რუსეთზე დასავლეთის ზეწოლასა და უკრაინის თავდაცვის ძალების გაუმჯობესებას შეუძლია განსაზღვროს, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში.

“რუსულმა რაკეტამ ჩვეულებრივ ქალაქს დაარტყა, პირდაპირ დაეცა ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი შენობებია. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური რაკეტა. ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების 14 შემთხვევა, მათ შორის 6 ბავშვია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სულ მცირე, ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

რუსული დარტყმები ყოველდღიურია. ხალხი ყოველდღე იხოცება. ასე გრძელდება მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. თითოეული რაკეტა, თავდასხმისთვის გამოყენებული ყოველი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს ეძებს. მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე,  უკრაინის ძალისხმევას, ჩვენი საჰაერო თავდაცვასა და ჯარის გაძლიერებას შეუძლია განსაზღვროს, როდის დასრულდება ომი.

შეერთებულ შტატებს, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ შესაძლებლობა აიძულონ რუსეთი, შეწყვიტოს ტერორი და ომი. ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს”, – წერს ზელენსკი და რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წულუკიანის სახლ
ანწუხელიძეზე განცხადების შემდეგ, აქტივისტები წულუკიანის სახლთან მივიდნენ

წუხელ, “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის სახლთან აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ სპონტანური აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 11 აპრილის საღამოს, საზოგადოებრივი მაუწყებლ...

პოლიტიკა 3:57

ჩერგოლეიშვილი წულუკიანი
“იმ ღორისშვილს პატარა ბავშვი ყავს, ამის გათვალისწინებით ვიმოქმედოთ მოკრძალებული თხოვნაა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილმა გაუჩალიჩა რუსეთს ბოროტი იმიჯიო. ავადაა საწყალი.… იმ ღორისშვილს პატარა ბავშვი ყავს. ამის გათვალისწინებით ვიმოქმედოთ მოკრძალებული თხოვნა...

სოცმედია 3:52

ჯეჯელავა წულუკიანი
„ღმერთო, რა სულში ეტევა ასეთი ბოროტება?!“ - ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ანწუხელიძეს?!  ღმერთო, რა სულში ეტევა ასეთი ბოროტება?!  

სოცმედია 3:49

სახალხო პარტია
„საქართველოში კრიზისი გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია“ – EPP-ის ჯგუფის სტატია

ევროპარლამენტში უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით სტატიას ავრცელებს, სახელწოდებით, საქართველოს ბრძოლა თავისუფლები...

პოლიტიკა 3:46

ბორის ჩელე ყურუა
„გმირი ვინ არის ამათთვის? სტალინი? მეორე მსოფლიო ომი მოიგო და ბერია მეტრო დაუთრია თბილისს“ - ბორი ჩელე ყურუა „ქოცებზე“

ბორის ჩელე ყურუა: კაი ანწუხელიძე მიშას პიარს შეეწირამარო მაყაშვილი ნოე ჟორდანიას აპიარებდა ალბათგაბესკირიამ შევარდნაძის პიარისთვის გაწირა თავიჟიული შარტავამ და მისმა გარემოცვამაც9 აპრილს ხალხი ჭყლეტამ...

სოცმედია 3:45

ილია თოფურია
„მე ვცხოვრობდი საქართველოში 2008 წელს და მე ვნახე რა გაუკეთეს მათ ჩემს ხალხს. ასე რომ, რუსები საშიში ხალხია და მე ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება“ - ილია თოფურია

"რაც მე ვიცი ჩემი ისტორიიდან, ჩემი ცხოვრებიდან, არის ის, რომ ისინი, რუსები არიან ... პუტინი, მოდი ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მართავენ რუსეთს, იმიტომ, რომ ხალხის წინააღმდეგი არავინაა, მე ვსაუბრო...

საზოგადოება 11 აპრილი 19:43