28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობა - გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ძმები დამნაშავედ ცნო

სამართალი 18 მარტი 8:27

მკვლელი ძმები

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ელგუჯა და ემზარ მედოშვილები დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლომ ბრალდებულებს 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია განცხადებაში. 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა კაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა.  მოკლულის ოჯახის მონათხრობით, ძმებმა ემზარ და ელგუჯა მედოშვილებმა ნიკა ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და  გაგუდეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მდინარაძე
„ჩემი გუნდით მივალ…” – ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის თქმით, სუს-ში თავისი “გუნდით” მივა. მისივე განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება.    “მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ. გაიგებთ ხვალვე. მიუხედავად იმისა...

პოლიტიკა 10:42

ჯანო არჩაია
„იბრძოლეთ ბოლომდე, არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს“ - ჯანო არჩაია

"ჩვენც რომ დაგვივიწყოთ, იბრძოლეთ ბოლომდე. არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს"- ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ჯანო არჩაიამ სასამართლოზე, დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.   თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგ...

პოლიტიკა 10:39

ნინო გალუსტაშვილი
„გალუსტაშვილი გმინავს“

ვიკა ბუკია: ონისემ გაამწარა გალუსტა თავისი იუმორით. ამდენ ხუმრობას ვერ დავწერ, მაგრამ ჩვენ გვეცინება, გალუსტაშვილი - გმინავს. იუმორით აშიშვლებს ამათ საცოდაობას, დასცინის და მაგრად ასწორებს.

სოცმედია 10:33

ვალერი თეთრაშვილი
„ბრალის 80% არის სისულელე, 20% ტყუილი“ - ვალერი თეთრაშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოში

~თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით ვალერი თეთრაშვილმაც ისარგებლა. დარჩენილია რამდენიმე ბრალდებულის საბოლოო სიტ...

პოლიტიკა 10:21

გიორგი თავდგირიძე
,,ახლა ყველაზე გულწრფელად მშვიდობა ოცნებას უნდა, მაგრამ ქარიშხალზე მაშინ უნდა ეფიქრათ, ქარს რომ თესდნენ“ – გიორგი თავდგირიძე

,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:,,შეშფოთებული და აღშფოთებული ევროპა, რომელიც მშვიდობით ტკბებოდა დასრულდა, 900 მილიარდი 5 წლის განმავლობაში ომის ინსტრუმენტების ზრდისათვის კოლექტიურად და ასეულო...

პოლიტიკა 10:17

ბაჩიავილი წულუკიაი
"ჯალათეა!"- გიორგი ბაჩიაშვილის მიმართვა ციხიდან თეა წულუკიანს

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს.   ბიზნესმენი წერს, რომ  "გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო...

პოლიტიკა 10:16