სტრასბურგის სასამართლომ 48 საქმეში საქართველოს წინააღმდეგ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დაადგინა | საია-ს ანალიზი

სამართალი 15 აპრილი 10:35

სტრასბურგი

 "ახალგაზრდა ურისტთა ასოციაციამ" მოამზადა კვლევა სახელწოდებით "საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოების შეფასება ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში". დოკუმენტში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების პროცესში სამართლიანი სასამართლოს ან/და სხვა უფლებების დარღვევის გამომწვევი სისტემური პრობლემებია შეფასებული.

საია-ს ცნობით, კვლევაში გაანლიზებულია 48 საქმე, რომლებზეც 2004 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. საქმეების უმრავლესობაზე (26% იმ საქმეებს შორის, რომლებზეც გადაწყვეტილებაა გამოტანილი) სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დადგინდა - ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე სახელმწიფოს დაეკისრა 460 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაზარალებულებისთვის სწორედ მართლმსაჯულების ვერ უზრუნველყოფის მოტივით.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეებზე პასუხისმგებელ მოსამართლეთა ნაწილი დღემდე აგრძელებს საქმიანობას სასამართლო სისტემაში, ბევრი მათგანი კი დაწინაურებულია და სისტემაში მაღალ თანამდებობებს იკავებს.

"საგანგაშოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკა, რომლის მიხედვით, საქართველო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს. მას ამ სიაში მხოლოდ მალტა, ალბანეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაცია მოსდევენ. მიუხედავად არაერთი რეფორმისა, საქართველოში მართლმსაჯულება კვლავ მრავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს აქციებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხშირად ხდება დაუსაბუთებლად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ხოლო მტკიცების ტვირთი ფაქტობრივად მოქალაქეზე გადადის. მოსამართლეები ძირითადად ენდობიან მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს და არ იკვლევენ საქმის არსებით გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს.

კვლევაში იდენტიფიცირებულია სხვა ძირითადი სისტემური პრობლემებიც, მათ შორის:

- სასამართლოს გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობა - ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებები შაბლონურია, ზოგადია და ვერ პასუხობს მხარეების მიერ მოყვანილ პოზიციებს. მოსამართლეები დაუსაბუთებლად უფარდებენ მოქალაქეებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ან დაუსაბუთებლად აკისრებენ მაქსიმალური ოდენობის ჯარიმებს, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

- თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა - რაც გამოიხატა მხარისთვის არასათანადო განმარტების მიცემაში, მხარის არგუმენტების გაუთვალისწინებლობასა და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარში, ბრალდების თვითნებურ გადაკვალიფიცირებაში.

- გაჭიანურებული მართლმსაჯულება, რაც ადამიანის უფლებათა დარღვევას იწვევს - ვინაიდან სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს სასამართლოს ორგანიზებაზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყოველი მოქალაქის უფლება, დაიცვან საკუთარი უფლებები გონივრულ ვადაში.

- მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაჭარბებული გავლენა, დისციპლინური მექანიზმების დასჯის მიზნით გამოყენება კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების წინააღმდეგ

- ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე პასუხისმგებელი მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემაში - მოსამართლეები, რომელთა მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა საფუძველი დაუდო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და გახმაურებულ დარღვევებს, დღემდე აგრძელებენ საქმიანობას სასამართლო სისტემაში, მათ შორის, მაღალ თანამდებობებზე.

2021 წელს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც შეამცირა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა და გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება. ამ გზით კიდევ უფრო გამყარდა შიდა კორპორატიული მმართველობა და არაფორმალური გავლენები სასამართლო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა სერიოზულად შერყეულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, რასაც ადასტურებს რიგი დასავლური ქვეყნების მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებიც, "ქართული ოცნება" კვლავ უარს ამბობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე", - ნათქვამია ანალიზში.საიას შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ ზღუდავს საქართველოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ევროინტეგრაციის პროცესში არსებული ძირითადი სტანდარტები, მათ შორის, სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის კუთხით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვისკის ფესტივალი
თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 – ვისკის, კულტურის და გემოების დღესასწაული

17-18 მაისი - ექსპო ჯორჯია  IV, V, VI  პავილიონი თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 არის ადგილი, სადაც ვისკის ენთუზიასტები, პროფესიონალები და უბრალოდ კარგი გემოვნების მქონე ადამიანები იკრიბებიან ერთად, რა...

საზოგადოება 13:02

ლაშა ნაცვლიშვილი
,,სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა თუ ტერორის ფორმაა, გამოკითხვაზე დაბარება გენოციდი ყოფილა“ – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი: ,,სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა თუ ტერორის ფორმაა, გამოკითხვაზე დაბარება გენოციდი ყოფილა“

სოცმედია 10:05

ლევან იოსელიანი
"სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო" - ომბუდსმენი მასობრივ ჩხრეკაზე

საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, სამოქალაქო აქტივიდებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უ...

პოლიტიკა 9:53

ტურავა
მერაბ ტურავა “ოცნების” იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ დაინიშნა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიტიკა 9:52

 ნანუკა ჟორჟოლიანი
„ბელარუსიც აღარ არის ეს, როცა დედა-შვილის სახლს პარალელურად ჩხრეკენ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ბელარუსიც აღარ არის ეს, როცა დედა-შვილის სახლს პარალელურად ჩხრეკენ - ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე ჩხრეკების სერიას ნანუკა ჟორჟოლიან და ამბობს, რომ "ოცნების" რეჟიმი 37 წლიან რეპრესიებს აბრუნებს ქვე...

პოლიტიკა 9:45

გამომძიებელი
„ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკას ატარებს გამომძიებელი, რომელიც მამალაძის საქმის გამყალბებელი და ციანიდის ჩამდებია“

"პირველების" ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკას გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი ატარებს. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით,  ბაინდურაშვილის სახელი ე.წ. ციანიდის საქ...

პოლიტიკა 9:25