1742966426
„ჩვენ მეფე გვყავს, რომლის მოშორებაც შეუძლებელია... ჩამპალი ევროპა – ამას 90-იანი წლებიდან ვისმენ, მაგრამ რასაც რეალურად ვხედავ, ისაა, როგორ ვიხრწნებით ჩვენ“ - პუტინის პატიმარი რუსი ჟურნალისტის სკანდალური წერილი
საზოგადოება • 25/9/2024 • 8:05
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.
„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელს ორი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს ერთგვარი შემეცნებითი გასეირნება ბოტანიკურ ბაღში და მეტი გაიგოს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტომასალა, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.
გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.
ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მას მუსიკალურად გიგი პიანომენი და ბენდი გააფორმებს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთს ომის დასრულება უნდა, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი "დროს აჭიანურებს". Newsmax-ის ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ კრემლი დრო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 37 წუთის წინ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები შიშველი ხელებითაც გაგრძელებენ ბრძოლას, თუ მათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობები არ ექნებათ. შესაბამისი გ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 38 წუთის წინ
,,ძლიერი საქართველოს” წევრი, ალეკო ელისაშვილი: „პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი?...
პოლიტიკა • 39 წუთის წინ
სანამ ოლიგარქის რეჟიმი სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ხვდებიან როგორც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ასე წარადგინა სეიმის სპიკერმა ზურაბიშვილი, რომელსაც დღეს ქვეყნის უმ...
პოლიტიკა • 5:49
ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ამოცანა გვეკითხება კონსერვატორია ტრამპი? თუ ლიბერალი? თუ არცერთი? საერთოდ რა ფასეულობის მიმართულების მატარებელია სახელმწიფო მოწყობის...
სოცმედია • 5:42
ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე რუსი დაპატიმრებული ჟურნალისტის წერილიდან ნაწილს აქვეყენბს: დღეს მინდა შემოგთავაზოთ რუსი ჟურნალისტის, მარია პონომორენკოს ბოლო სიტყვის პატარა ნაწილი სასამრთლოს სხდომაზე. მარიას...
მსოფლიო • 5:20
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა