1744376780
„ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც... წულუკიანის მკვლელი შეკითხვა იქნება - მაშინ პრემიერობას რატომ დათანხმდით“ - გიგი უგულავა
საზოგადოება • 8 აპრილი 10:07
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიდ დიღომში მეორე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხომაზე განაცხადა, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ორ ჰექტარ ფართობზე არსებული შუა გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს, ამჯერად კი მსგავსი ტიპის სამუშაოები დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ, ერთ ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.
„აღნიშნული პროექტი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია. ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, დაირგვება ხე-მცენარეები, გაკეთდება სარწყავი სისტემა, დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა. დიდ დიღომს ძალიან სჭირდება რეკრეაციული სივრცეები. ეს არის ტერიტორია, რომელიც სწრაფად ვითარდება, უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს და შესაბამისად, რეაკრეაციული სივრცეების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას იწყებს საბურთალოს რაიონის გამგეობაც. 12 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.
„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები შშმ პირთათვის, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე შენარჩუნდება არსებული გამწვანება და დაემატება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე“, - აღნიშნა მერმა.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნები განახლდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...
რელიგია • 19 აპრილი 20:23
"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!
საზოგადოება • 19 აპრილი 19:55
გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...
პოლიტიკა • 19 აპრილი 19:50
19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...
რელიგია • 19 აპრილი 11:44
საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...
პოლიტიკა • 19 აპრილი 11:27
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...
პოლიტიკა • 19 აპრილი 11:24
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა