"გელათის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებასაც მოვესწარით" - რა ხდება რეალურად გელათში და რას ამტკიცებს კობახიძე

საზოგადოება 5 აპრილი 16:25

კობახიძე გელათი


 "პროპაგანდის ინსტრუმენტად გელათის გამოყენებასაც მოვესწარით" - ასე ეხმაურება "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებებს გელათთან დაკავშირებით.

 

კობახიძე დღეს გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და ამტკიცებდა, რომ "სამუშაოები არის სწორად დაგეგმილი და ზუსტად გათვლილი იმ შედეგზე, რასაც ჰქვია სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა“.

კობახიძის მტკიცებითვე, "ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა"

„გვაქვს კოორდინირებული სტრატეგია - საპატრიარქო, როგორც ძეგლის მესაკუთრე, პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოების მეთოდოლოგიაზე, მთავრობა კი უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესი უნდა იყოს თანამონაწილეობითი, უნდა ითვალისწინებდეს ფართო ჩართულობას. ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია, ასეთი ფორმით განხორციელდეს ყველა შესაბამისი პროექტი. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაგპირდეთ თანადგომას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“ - თქვა კობახიძემ.
თორნიკე ბარათაშვილი "ოცნების" პრემიერის პასუხად სამონასტრო კომპლექსში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს და ფოტოს აქვეყნებს:

"პროპაგანდის ინსტრუმენტად გელათის გამოყენებასაც მოვესწარით.რა წარმატება,5 წლის მანძილზე ნორმალური დროებითი გადახურვა ვერ გამართეს.ეს ბოლო ვერსია გასული წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.ვადა 4 ჯერ დაირღვა.აღარც ამბობენ როდის დასრულდება..არ იციან.პროექტი გზაში იცვლება.მთავარი პირობაც დაარღვიეს, ხარაჩო რომ კედელთან შემხებლობაში არ უნდა ყოფილიყო, 9 საუკუნის გუმბათზეა მიბჯენილი!წმ. გიორგის ეკლესიაზე, სადაც იგივე პრობლემებია და XVI საუკუნის კედლის მხატვრობა ზიანდება, 4 მარტს გვითხრეს, რომ "იგეგმება, გეგმის შემუშავება."10 დღის მანძილზე თოვლის და ყინვის ქვეშ დატოვეს საკურთხევლის სახურავი.იუნესკოს ბოლო ანგარიში გადაუდებელი ჩარევების აუცილებლობაზე მიუთითებს, რასაც არ აკეთებენ.ეზო ტალახში აზილეს ისე, რომ მტრისგან მოოხრებულს გავს ყველაფერი. პრინციპში, ასეც არის.5 წლის მანძილზე კობახიძე პირველად 2024 წლის 28 თებერვალს მოვიდა.მისი და ბიძინას ოცნების მზრუნველობა გელათზე იგივეა სელიმ იავუზმა როგორც იზრუნა 1510 წლის შემოსევისას.რა წარმატება,გელათის ჩამომქცევო ფარისევლებო?!" წერს ბარათაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“ - კობახიძე

რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერ...

პოლიტიკა 14:19

მაკკლირი ივანიშვილი
„სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ“ - მაკკლირი

დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება.   ლიბერალ-დემოკრატთა პარტ...

პოლიტიკა 14:02

სასულიერო პირი
"არტისტობას ნუ მასწავლით... ეს გზის გადაკეტვა რა არის?" - სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილშ...

პოლიტიკა 13:57

კობახიძ წულუკიანი
„ეს არის ობიექტური მოცემულობის გახმოვანება“ - ივანიშვილის კობახიძე ივანიშვილის წულუკიანის განცხადებაზე

 "ქართული ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა". რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკა...

პოლიტიკა 13:56

ნიკა გვარამია წულუკიანი
„ბოროტი ქიშმიში“ - ნიკა გვარამია წულუკიანზე

ნიკა გვარამია: ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება.ბოროტი ქიშმიში

სოცმედია 13:26

წულუკიანი მიქანაძე
„თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ - გივი მიქანაძე

თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმც...

პოლიტიკა 13:22