1745648212
"კანონიერი ქურდის", მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ყვარელში სახლი გადაუწვეს - მედია
საზოგადოება • 8 აპრილი 5:09
ნიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი bm.ge-თან ამბობს, რომ ვერ გაიგო, რატომ წამოიწია 6 წლის წინანდელი თემა, თუმცა, სასამართლო, რომელმაც ჩირინა მილიონობით ლარით დააჯარიმა მისი სარჩელის გამო, სწორედ რომ ახალი ამბავია და მეტიც, პროცესი გრძელდება.
ძაან გადაჭარბებულადაა ეს თემა წამოწეული, 6 წლის წინანდელი ამბავი წამოვწიეთ, დაზარალებული ამ თემას არ ჰყოლია. სკინტლი ნორმალურია ძალიან ამ ინდუსტრიაში. მაგ წლებში გვყავდა ებრაული მენეჯმენტი. როცა ებრაელმა დააყენა ეს საკითხი, თვითონვე შემოიარა ფერმები, თქვა, ვერ მივიღებ ამ ფერმებისგან, ჩემი რჩევა იყო, ნახე შენ ბიუ-ბიუ? – ეგ უფრო ევროპულია. რამ მათქმევინა, წავიდა, ნახა და თქვა, ესენი კარგები არიან, ბევრად მაღალხარისხიანი ფერმა აქვთ. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ ჩემთვის ავადსახსენებელი უკვე.
ღია კარის დღე გამოვაცხადეთ, მაგრამ ფორმულასთვის არაა ღია, არა, ყოველთვის დაკეტილია, ღიაა წინასწარი შეთანხმებით. იმას დავუძახებთ, ვისაც კარგი… სწორი კითხვა ექნება.
იგი ამბობს, რომ აღარაა საჭირი ჩირინას დამფუძნებლის, რევაზ ვაშაკიძის ინტერვიუები, რადგან, “აგერ, ყველაფერს ამბობს.”
ლაშა პაპაშვილი ამტკიცებს, რომ ნაკელის ფასი ჩირინამ რამდენიმე თვეში გააძვირა, რაც მისი თქმით, იმის ნიშანია, რომ იცოდნენ, საკვებად რომ იყენებდნენ, თუმცა, ფასზე საუბრის მიმოწერებზეც კი ამბობს, რომ ავთენტურობის დამამტკიცებელი ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
რაც შეეხება ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც პაპაშვილი სკინტლს ნაკელად ყიდულობდა, ბიზნესმენი ამბობს, რომ ჰქონდა უფლება, სხვა დანიშნულება ჩაეწერა ხელშეკრულებაში და სხვა დანიშნულებით გამოეყენებია. იგი არ თვლის რომ ეს თაღლითობაა
როცა ყავას ყიდულობ მაღაზიაში, რისთვის ყიდულობ, თავზე გადასაყრელად, თუ შამპუნად გინდა გადაამუშაო, ხომ არ უთითებ, რა კითხვებია ეს?
ღორის კვებაში მოგწონთ სკინტლის გამოყენება და ძროხაში – არა? სკინტლიანი ღორი კარგია?
ცნობისთვის, პაპაშვილი დაობს, რომ სკინტლში აღმოჩნდა ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინი. ხელშეკრულების მიხედვით, ყველა მედიკამენტი, რომელიც არაა აკრძალული, შეიძლებოდა აღმოჩენილიყო სკინტლში. მიუხედავად იმისა, რომ ტეტრაციკლინი არაა აკრძალული, ამბობს, რომ მაინც არ უნდა მიეწოდებია ჩირინას ტეტრაციკლინის გამოყენების პერიოდში. ის აქვე ამბობს, რომ ჩირინა მას პასუხობდა, რომ არ იყენებს ტეტრაციკლინს, თუმცა, ამტკიცებს რომ ეს ტყუილია. მას აქვს ნიმუშის აღების ოქმი, რომელიც სესმა არ სცნო კანონიერად და აქვს ექსპერტიზის დასკვნა ლაბორატორიის, რომელსაც არ აქვს აკრედიტაცია.
რაც შეეხება ექსპერტიზას ბათუმის იმ ლაბორატორიაში, რომელსაც არ ჰქონდა აკრედიტაცია მსგავსი კვლევის ჩატარებისთვის, პაპაშვილი ამბობს:
რა მნიშვნელობა აქვს აკრედიტაციას? მერე რა, ეგ იმას ნიშნავს რომ ლაბორატორია არ აქვს?
ნიმუშის აღების წესს რაც შეეხება, სესი ამბობს, რომ არ არის ნორმების დაცვით ნიმუში აღებული.
სესი რას თვლის მე არ ვიცი… მე ვიყავი, აბა? მე ვერ გავიგე, – მბობს პაპაშვილს
იგი ამბობს, რომ ისრაელშიც ჩაატარა კვლევა და გვთავაზობს, თუ გვაინტერესებს რა ლაბორატორიაა და როგორი აკრედიტაციით, თავად გამოვიკვლიოთ.
იგი ადასტურებს რომ რძეში ანტიბიოტიკი სანტემ.აღმოაჩინა:
ჩვენ არ ვამოწმებთ რძის ხარისხს, ისინი ამოწმებენ, ჩვენი რძის მყიდველები.
იგი ამბობს, რომ ქართველ მეწარმეებს ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს და აცხადებს, რომ მომხმარებლებმა უნდა უჩივლოს რადიო თავისუფლებას და ფორმულას.
რადიო თავისუფლება რომ მიკერძოებულია… რომ დასდევთ ამ ძროხის თემას, რომლისგანაც არავინაა დაზარალებული, რატომ არ ედავებით იქეთ? მე უნდა მოვუგო ფორმულას და რადიო თავისუფლებას, რეპუტაციული ზიანისთვის, მე არა, თქვენ უნდა უჩივლოთ.
რაც შეეხება ფაქტს, რომ ყვარლის ბაგა იყენებდა ტეტრაციკლინს, პაპაშვილი ასე ეხმაურება:
ტეტრაციკლს კი ვიყენებთ, მაგრამ იმის გარანტია, რომ ნამდვილად ვიცავთ ვადებს, მისი გამოყენებიდან, ისაა, რომ 12 წელია ბაზარზე ვართ.
არა, სესს რატომ უნდა სცოდნოდა ეს პრობლემა? მხოლოდ მაშინ იგებს სესი, როცა დახლზე ხვდება პროდუქტი.ლაშა პაპაშვილი ამტკიცებს რომ ბოლო დღეებში გაყიდვები 5 პროცენტით გაეზარდა.
თბილისში საპროტესტო აქციების 150-ე დღეს „თავისუფლების მარში გაიმართება - დღეს 14:00 საათზე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მოქალაქეები მსვლელობას მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ....
პოლიტიკა • 6 წუთის წინ
5 000 ლარი ჯარიმა არის საკმაოდ მაღალი ტვირთი და შეუსაბამო იმ სოციალური გარემოსთვის, სადაც გვიწევს ცხოვრება. როდესაც ასეთი მაღალი ჯარიმა წესდება, რა თქმა უნდა, ეს არის დამაბრკოლებელი, მათ შორის, ასეთი...
პოლიტიკა • 27 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინა და რუსეთი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. მისივე განცხადებით, უკრაინის შესახებ შეთანხმების ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია. “ძირითადი პუნ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 32 წუთის წინ
26 აპრილს, შაბათს საქართველოში ტემპერატურა +28°-მდე მოიმატებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალე...
საზოგადოება • 36 წუთის წინ
რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. ვატიკანში ათასობით ადამიანი, მათ შორის მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან. პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ, სადაც წირვა თბილისის დროით 12:00 საათზე და...
მსოფლიო • 37 წუთის წინ
"პირველების" ინფორმაციით ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, გოჩა უძილაურს ყვარელში სახლი გადაუწვეს. ინფორმაციას "ტვ პირველს" ადგილობრივები აწვდიან. "პირველების" გად...
კრიმინალი • 47 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა