1744369320
„ლიკვიდირებულია თემურ ჩხეიძის სახელოსნო! თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, სპეციალურად სახელოსნოს დასახურად, სასწრაფო წესით შეიყვანა გამგეობაში სამი ახალი წევრი“ - დათა თავაძე
საზოგადოება • 13/8/2022 • 8:36
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, იმ პირებს, ვისაც შენახვის უფლებით აქვთ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, დროებითი მოწმობის საფუძველზე, იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის უფლება მიენიჭათ.
შსს-ს ცნობით, დაინტერესებული პირები მომსახურების სააგენტოში შეძლებენ დროებითი მოწმობის მიღებას, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ, იარაღი ტირში ან სასროლეთში გადაიტანონ და შენახვის ადგილზე დააბრუნონ, არაუმეტეს კვირაში ერთხელ.
"ამ დრომდე, ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობდა, რაც იარაღის მესაკუთრეთა უკმაყოფილებას იწვევდა.
იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელი იქნება შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა, ხოლო ტირის ან სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში − გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) გადატანა ტირში ან სასროლეთში. იარაღის გადატანისას პირმა თან უნდა იქონიოს იარაღის დროებით მოწმობა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
იარაღის დროებითი მოწმობის მისაღებად მესაკუთრემ წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს. ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი.
მომსახურების სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების დროები.
ტირში ან სასროლეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ტირის ან სასროლეთის მესაკუთრე იარაღის დროებით მოწმობაში უთითებს ვიზიტის დასრულების დროს. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, არაუგვიანეს მოწმობით განსაზღვრული დროისა, იარაღი და გამოუყენებელი ვაზნები დააბრუნოს შენახვის ადგილზე.
დროებითი მოწმობის გარეშე იარაღის გადატანა ან გადატანის სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ამასთანავე, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს ელექტრონული პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება და შესაძლებელი გახდება იარაღის დროებითი მოწმობის ელექტრონულად გაცემა, ასევე, იარაღის გადატანის ეფექტიანი მონიტორინგი", - აცხადებენ სამინისტროში.
გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, უკვე ამოქმედდა ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების ცვლილებები.
"აღნიშნული ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გამარტივდა ღია ტიპის ტირების, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღების პირობები და პროცედურა.
მიღებული ცვლილებების თანახმად დადგინდა ნებართვის მიღების უფრო მოქნილი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პირობები და პროცედურები.
ცვლილებებით გათვალისწინებულია ყველა ის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია პრევენციისა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დასანერგად", - აცხადებენ შსს-ში.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს
პოლიტიკა • 57 წუთის წინ
რუსეთი უნდა გამოძრავდეს. ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება - ყოველ კვირას ათასობით - ამ საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!!!...
რუსეთ-უკრაინის ომი • 15:01
ქართული ოცნების წარმომადგენელი ნინო წილოსანი აფასებს დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს სამართალდამცავის სისტემის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს. „ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულ...
პოლიტიკა • 14:57
გიგი უგულავა: ისე ხო ახე იქნება ქოცებზე, რომ მოყვეს გახარიამ 20 ივნისსზე როგორ დაავალა ბიძინამ დარბევა.ჰა რას იტყვით ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც პ.ს. წულუკიანის მკვლ...
სოცმედია • 13:06
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს შეხვდება აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს, რომელიც რუსეთში ჩავიდა. ისინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას განიხილავენ, - განუცხადა ჟურნალის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 12:59
რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ თურქეთი მზადაა უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. "გუშინ ბრიუსელში მსურველთა კოა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 12:30
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა