უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება

საზოგადოება 8 აპრილი 10:05

უნივერსიტეტის ქუჩა

ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

 

 

მისი თქმით, დაახლოებით, ერთ თვეში მძღოლებს საშუალება ექნებათ, ბაგებიდან უმოკლესი გზით - ახალი ხიდისა და გვირაბის გამოყენებით გადაადგილდნენ.

 

„სამუშაოების პირველი ნაწილი იყო საავტომობილო ხიდის პროექტი, რომელიც დასრულებულია და დღეს უამრავი ადამიანი იყენებს ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადასაადგილებლად. მეორე ეტაპი კი იყო უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირება გვირაბით. ეს სამუშაოები  გასულ წელს დავიწყებთ და, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. შესაბამისად, მძღოლებს ბაგებიდან უმოკლესი გზით, ახალი ხიდისა და გვირაბის საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გადავანაწილოთ სატრანსპორტო ნაკადები და ის დიდი დატვირთვა, რაც უნივერსიტეტის ქუჩაზე მოდის, მოიხსნას“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

„დღეის მდგომარეობით, გვირაბის კონსტრუქციის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გასასვლელის პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემა. პარალელურად, დაწყებულია მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართოვდება გზა, რისთვისაც საჭირო გახდა იქ არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი იმისთვის, რომ ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი ტრამპი ვატიკანი
„პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რაკეტების სროლის მიზეზი არ ჰქონდა. ეს მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, მას ომის შეჩერება არ სურს“ - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება მისივე სოციალურ ქსელ truthsocial - ში გაავრცელა და ისევ აღნიშნა, რომ ომი არ იქნებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფი...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 აპრილი 14:17

ზელენსკი ტრამპ
„კარგი იყო, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ“ - ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ვატიკანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.   ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 აპრილი 14:08

ლაშა მგელაძე
„ოპოზიციას ვეუბნები ამას, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ტანდემში რომ ცეკვავს ხოლმე ტანგოს ქოცებთან“ - ლაშა მგელაძე

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: რა საცოდავები ვართ, მთელი ერი იმაზე საუბრობს ჩამოართვა თუ არა ხელი ტრამპმა ყაველას... ვთქვათ ჩამოართვა და მოიკითხა.. „ენდ“?....ანარ...

სოცმედია 26 აპრილი 13:58

ტრამმა ჩაუარა ყაველასა
ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა

ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა   

პოლიტიკა 26 აპრილი 13:56

დავით კაჭარავა
რაგბის კავშირის პრეზიდენტის ერთკანდიდატიან არჩევნებში "ოცნების" პარლამენტის წევრმა, დავით კაჭარავამ გაიმარჯვა

2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა -...

სპორტი 26 აპრილი 13:54

თვითმარქვია სასულიერო პირი
საპატრიარქო "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.   ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიე...

საზოგადოება 26 აპრილი 13:52