1722490881
„დახმარების შეჩეწრების შესახებ გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ აშშ-ის დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“ - რიში და შაჰინი
სოცმედია • 15/2/2023 • 16:38
დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქრისტიანს ბიბლიის წასაკითხად კურთხევა არ სჭირდება და ნეტარია ვინც კითხულობს და უსმენს წინასწასწარმეტყველების სიტყვებს.
„მამაო, შეიძლება ბიბლია წავიკითხო?
აბსოლუტურად არავითარი კურთხევა და ნებართვა არ სჭირდება ქრისტიანს ბიბლიის წასაკითხად. ეს კურთხევა უკვე გაცემულია 21 საუკუნის წინ ჩვენი ზეციური მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მიერ. თვით უფალმა გაკურთხა წმინდა წერილის კითხვისთის და შენ რომელიმე მოძღვრის კურთხევას ელოდები? ბიბლიის მთავარი და ჭეშმარიტი განმმარტებელიც მოგვეცა 21 საუკუნის წინათ – სულიწმინდა, ღვთაებრივი მასწავლებელი, ჭეშმარიტების სული (ინ. 16,13). ყველასთან, ვინც წრფელი გულით კითხულობს ბიბლიას, მიდის თავად ღმერთი სულიწმინდა და უხსნის წაკითხულს თუ მოსმენილს. არ არსებობს შემთხვევა, რომ ადამიანი მთელი გულით ცდილობდეს გაიგოს სახარებაში წაკითხულის მნიშვნელობა და ღმერთმა არ მისცეს ახსნა. როცა თქვა: “ყველა, ვინც ეძებს, პოულობს” სწორედ ამ ძებნას გულისხმობდა უფალი.
ამიტომ, დღეს თუ ვინმემ არ იცის ქრისტეს მოძღვრება, მხოლოდ თავადაა ამაში დამნაშავე. ბიბლიის კითხვა სამუდამოდ ნებადართულია ნებისმიერისთვის და მისი განმმარტებელიც უკვე დიდი ხანია აქ არის, ჩვენ შორის. "ნეტარია ვინც კითხულობს და უსმენს ამ წინასწასწარმეტყველების სიტყვებს, და იმარხავს მასში დაწერილს; რადგანაც ახლოა ჟამი" (გამ. 1,3) წერს იოანე ეკლესიებს და ეს ეხება მთელ ბიბლიას. ნეტარია ვინც კ ი თ ხ უ ლ ო ბ ს და უ ს მ ე ნ ს ღვთის სიტყვას, რადგან მოვიდა დრო ანუ მოახლოვებულია ქრისტეს მეორედ მოსვლა, ამიტომ, ადექი დღესვე და დაიწყე ბიბლიის კითხვა“, - წერს თამაზ ლომიძე.
,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,ადამიანებს უკვე ფბ სტატუსებისთვისაც პოლიციაში იბარებენ და ზოგიერთს საერთოდაც პატიმრობას უსჯიან. რა დემოკრატია, რა ევროკავშირი, რა უვიზო რეჟიმი, რა თავისუფლად...
სოცმედია • 23 აპრილი 19:18
გივი თარგამაძე ემზარ კვიციანზე წერს:,,ტატუნაშვილის დასაფლავებიდან ვბრუნდებოდით. მცხეთაში სალობიეში შევიარეთ. ეს არსება დამეხატა და იძახდა, ამ მიწაზე როგორ დადიხარ, მოღალატეო. ეს მეუბნებოდა. მე. კოდორი...
სოცმედია • 23 აპრილი 19:12
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაშავებული გურამ ღონღაძე "ტვ პირველის" ეთერში პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ახალგაზრდა ამბობს, გულმკერდის არეში...
პოლიტიკა • 23 აპრილი 19:10
ვოდე: ყველაფერი ის, რაც აქამდე არასოდეს უთქვამს - როგორ გახდა სოფელში დაბადებული ბიჭი გავლენიანი სასულიერო პირი და პოლიტიკოსი
პოლიტიკა • 23 აპრილი 19:06
მურმან დუმბაძე: კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკუთარი გამოცდილებიდან:2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარია. მირეკავს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი (ჩვენი მორიგი კამათის შ...
სოცმედია • 23 აპრილი 16:41
ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი ქილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა - ასე ეხმაურება კოალცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გავარამია გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალურ განცხადებას ბიზნესმ...
პოლიტიკა • 23 აპრილი 16:16
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა